g1amuraრაც მსოფლიოში ხდება იმას ამ ამბავთან არანაირი შეხება არ აქვს.
ე.ი. ეს ქალი მივიდა ერთ-ერთ გასართობ გადაცემაში, იქ მოყვა თავისი ისტორია, მათ შორის ისიც როგორ სცემდა ბესარიონა და რა მერე?
სიტყვის თავისუფლება გვაქვს? გვაქვს.
ჰქონდა უფლება მოეყოლა? ჰქონდა.
მხოლოდ სიტყვის გამო ბესარიონა ვინმემ დააპტიმრა ან ბრალი წარუდგინა? არა.
ბესარიონას აქვს უფლება უჩივლოს და ცილისწამებაში დაადანაშაულოს? აქვს.
უჩივის? არა.
თქვენ (პირადად შენ არ გგულისხმობ, ზოგადად ამ ქალზე გაგულისებულებზე ვსაუბრობ) რა გაწუხებთ? რა არ მოგწონთ?
დაუჯერეთ ბესარიონას და რობერტას რა პრობლემაა, ვინმემ დაგიშალათ?
იმ თეატრის გადაწყვეტილებაც მათი საქმეა.
არ დაჩაგრავს რობერტა მანდ მაგ ტიპს - ნუ იდარდებთ.

რაც შეეხება ბრბოს და ბულინგს, ეგ ორმხრივია - ვიღაც ამ ქალის სიტყვას იჯერებს, ვიღაც რობერტასი.
ეგ კი არა იმ ბასილაშვილის ყოფილ ცოლს რომ აბულინგებენ ეგეთი უნდა, თან არგუმენტებია საოცარი - „ ეს რა გვარი აქვს“, „ნიკა საქართველოს სიამაყეა“, „შეხედეთ რა ბიჭია, არ იზამდა“, „ამოწყდი ბოზო, ჩაქვესკნელდი“ და ა.შ. თან უმეტესობა ქალი
საბოლოო ჯამში გასაკვირი არაა, როცა საზოგადოდ ცნობილ ტიპებს ეხებათ საქმეა ეგრეა ხოლმე, ჰოდა ნიკა-ნეკა იქნებიან თუ ბესარიონა და ნინუცა უნდა მოითმინონ - სიტყვის თავისუფლება გვაქვს ქვეყანაში.
მე ეს აჟიტირება მაოგნებს უბრალოდ, პლუს სრულიად სამამულიშვილეთის და იაგოს ერთობლივი კრიახი, რატომ თქვა მტკიცებულებების გარეშეო (ე.ი. სიტყვის თავისუფლებას ზღუდავენ ბიჭები უკვე).