#58203826 · 2 Aug 2021, 20:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
77 წლის წინ, 1944 წლის პირველ აგვისტოს, საღამოს 5 საათზე დაიწყო ვარშავის აჯანყება. პოლონელების თავგანწირვისა და გარკვეული სამხედრო წარმატებების მიუხედავად, აჯანყება დამარცხდა და ვარშავა თითქმის მთლიანად განადგურდა. 1944 წლის პირველ აგვისტოს, ვარშავის ნაცისტური გერმანიის მარწუხებისგან დასახსნელად და მოკავშირე ძალების წასახმარებლად, საშინაო ჯარების მთავარსარდლის, გენერალ ტადეუშ ბორ-კომოროვსკის ხელმძღვანელობით, ვარშავის აჯანყება დაიწყო. სამხედრო აჯანყების ოპერაციას კოდური სახელწოდება "ქარბუქი" დაერქვა და მარცხის მიუხედავად, ის იყო მეორე მსოფლიო ომის წინააღმდეგობის მოძრაობების ყველაზე მსხვილი სამხედრო წამოწყება.
ვარშავის აჯანყების მარცხი განაპირობა საბჭოთა ჯარების დანაშაულებრივმა სამხედრო უმოქმედობამ. აღმოსავლეთ პოლონეთის სიღრმეში შემოჭრილი და ვარშავას მომდგარი საბჭოთა არმია გულგრილად ადევნებდა თვალს ვარშავის მამაცი მებრძოლების განადგურებას. საბჭოთა მხედრობას პოლონელების დასახმარებლად, თითი არ გაუნძრევია, არადა პოლონელები სწორედ საერთო მტერს ებრძოდნენ აგვისტო-სექტემბრის უმძიმეს დღეებში. მათ აცალეს ნაცისტურ გერმანიას ვარშავის აჯანყების სისხლში ჩახშობა და მხოლოდ ამის შემდეგ, განაახლეს იერიშის მიტანა.
63 დღის განმავლობაში, ყველა ასაკის პოლონელი კაცი თუ ქალი გააფთრებით ებრძოდა ნაცისტური გერმანიის საოკუპაციო ძალებს, თუმცა საჰაერო დარტყმებმა და ნაცისტური გერმანიის სამხედრო-ტექნიკურმა უპირატესობამ ეულად დარჩენილი პოლონელები გამოფიტა და სისხლისგან დაცალა. აჯანყებას პოლონეთის წინააღმდეგობის 16 ათასი მებრძოლი და 200 ათასამდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ასევე, როგორც ზევით ვთქვით ევროპის ეს ერთ დროს ულამაზესი ქალაქი თითქმის სრულად მიწასთან გასწორდა.
პოლონელებს დღესაც მწარედ აგონდებათ, თუ როგორი ცივი მოთმინებით აკვირდებოდა წითელი არმია მათი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ამოხოცვას.
* * * QUOTE | ქედს ვიხრი ვარშავის აჯანყების მონაწილეთა წინაშე. 15 წლის ირინე სხირტლაძე პოლონელებთან ერთად იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ და სიცოცხლე შესწირა. მარადიული ხსოვნა გმირებს |
This post has been edited by jangula on 2 Aug 2021, 22:03
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|