#58218239 · 6 Aug 2021, 19:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Mr Angry @ 6 Aug 2021, 16:44 ) | ნუ იცით ეს პანიკები....რაის ყოველი ზაფხული უფრო ცხელია? შარშან ივლისში 2 კვირა იყო სიცხე და ამით მორჩა ზაფხული. მთელი აგვისტო ზღვაზე ვერ გადიოდა ნორმალურად ხალხი, სიგრილე და წვიმები იყო ყოველ კვირაში. ასე იყო სექტემბერშიც. ზღვაზე ვერ დავისვენე ნორმალურად |
ტვიტერს ხმარობ? გამოიწერე მსოფლიო მეტეორელოგიური რამდენიმე სტატისტიკის გვერდი და ნახავ რო წელს ყველგან რეკორდები ფიქსირდება, როგორც ყველაზე მეტი მშრალი და ცხელი დღე, ასევე ყველაზე მაღალი ტემპერატურები, როგორც ევროპაში, ისე აფრიკაში, ასევე აფრიკაში მინუსებში გადასული ტემპერატურების რეკორდები და ასევე ამერიკაში
ხო კიდე, ანტარქტიკაზეც
ასე რო პანიკები არაფერ შუაშია, საქართველოში ბოლო 2 ზაფხული პირდაპირი გაგებით გრილი იყო, იქამდე 5 წელი ძალიან ცხელი ზაფხული მიდიოდა, მაგრამ წელს რა ზაფხულიცაა ეგეთი 3 დეკადაა არ ყოფილა, მაისის დასაწყისში 1-5 მაისის პერიოდში იყო უკვე 32 გრადუსი სიცხე რაც საქართველოსთვის ანომალიაა, ჯამურად წვიმიანი დღეები იყო და დაცემული ტემპერატურა იყო დაახლოებით 15 დღემდე, იმის იქით მაისიდან მოყოლებული საშუალო ტემპერატურა 32/33+ უჭირავს და როგორც ივნისის ისე ივლისში ძირითადა იმ წვიმიანი დღეების გარდა ძალიან ცხელოდდა და უმეტესი დღეები 41/42 გრადუსი იყო
საქართველოს მსგავსი კლიმატი იყო დედამიწაზე თითქმის ყველგან, მერე წვიმები რო დაიწყო ისიც ყველგან იყო, როგორც ჩვენთან და რამდენი წყალდიდობა და ღვარცოფი გამოიწვია, ასევე იყო გერმანია, იტალია, საბერძნეთი, ჰოლანდია, ბელგიაში
ხანძრები დაიწყო და აქაც ანალოგიურად რამდენიმე ქვეყანაშია, ჩვენთანაც იყო შირაქისა და ელდარის მინდვრებზე, საბენდიეროდ არსად სხვაგან
32 გრადუსი სიცხე იყო რამდენიმე დღის წინ იაკუტიაში, არასდროს იქამდე მიახლოებულიც კი არ ყოფილა, ანტარქტიკაზეც 31 გრადუსი იყო რაც ასევე ანომალიაა, აგერ მოსკოვში 34.8 გრადუსი იყო სიცხე, გამოღლევდნენ რუსები, სიცხისგან გარდაიცვალნენ არაერთი, ისტორიული მაქსიმუმი იყო ეგ სიცხე
გლობალურადაა ეს სიცხე და უარესი მოხდება კიდეც, შარშან მთელი ავსტრალია დაიწვა, რუსეთში რამის ევროპისხელა ტერიტორია ტყე დაიწვა, ამაზონი დაიწვა, ეს უკვალოდ კი არ ქრება, აქვს თავისი ნეგატივი და ის ეფექტი რომელიც ბევრად გვიან ვლინდება
|