მოკლედ, მართლაც ვერაგი რამეა.
პრინციპში - წარმოდგენაც არ მინდა რა იქნებოდა აცრა რომ არ გამეკეთებინა.
პირველი 1 დღე მხოლოდ მაღალი სიცხე , 39.5 , რომელიც უმარტივესად დაექვემდებარა დაგდებას. (1 იბუპროფენი)
მეორე დღეს აი ძალიან მიშვებული გრიპის სიმპტომები, ცხვირი და ყელი რომ გასიებული გგონია. (1 დღეში გადაიარა)
მესამე დღეს არაფერი , საერთოდ, 36.2-36.7
მეოთხე დღეს ისევ გრიპის სიმტპომები, ჯირყვალი რომ გაქვს გასიებული. (1 დღეში გადაიარა) , 37.3-37.5
მეხუთე დღეს არაფერი. 36.2-36.7
მეექვსე დღეს არაფერი, გარდა საღამოსკენ სიცხის აწევა ისევ 37.7 -ზე , რომელიც დავაგდე ყოველგვარი წამლის გარეშე. ჩაით.
არა ხველება.
არა გახშირებული სუნთქვა.
არა სისუსტე და სახსრების ტკივილი.
პირიქით , 20 წლის განმავლობაში არ მისუნთქია ასე კარგად და ღრმად.
მე რომ უარესს ველოდები, მაგიტომაა დაპანიკებული რომ ვარ.რაც აქ დაწერილა - იმის მიხედვით ეს სიმპტომები ალბათ ლაითია, მაგრამ გინდა არ გინდა კითხულობ ამ უჟასებს ფილტვების დაზიანებაზე და პანიკდები.
შაბათ-კვირა ვნახავ და სიცხემ თუ იხტუნავა ისევ, 36.6-38 ფარგლებში, წავალ და გავიკეთებ ამ კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
მე უფრო ის მადარდებს, რატომ არ პოსტავს Kandinskaia
This post has been edited by Link on 10 Sep 2021, 21:25