https://www.facebook.com/photo?fbid=6741220...282187763263000 * * *
ელჩი ზაზა გაბუნიას შესახებ მადრიდული გამოცემა “La Madriguera” სტატიას აქვეყნებს და ზაზა გაბუნიას მიერ მექსიკაში საქართველოს ინტერესებისთვის და პოპულარიზაციისთვის, არასრული 1 წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე წერს.
იხილეთ სტატიის თარგმანი
“ვუახლოვდებით წლის ბოლოს და შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ელჩისთვის, ზაზა გაბუნიასთვის.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც ის საქართველოს და მექსიკის ურთიერთობებში ბოლო წლების მთავარ გმირად აქცია, იყო უმაღლესი დონის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის პოპულარიზაციისათვის.
შეთანხმება არის პირველი სამართლებრივი ინსტრუმენტი საერთაშორისო ხელშეკრულების დონეზე, რომელსაც მოაწერეს ხელი ორივე ქვეყანამ და აყალიბებს ბაზას განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის, მათ შორის გაცვლითი და აკადემიური თანამშრომლობის, ენის სწავლების, ტექნიკური და სამეცნიერო კვლევების ჩათვლით; ასევე, ხელს უწყობს ლიტერატურულ, მხატვრულ და სპორტულ აქტივობებს.
მისი ძალისხმევით ლათინურ ამერიკაში პირველად გამოიცა მთავარი ქართული პოემა „ვეფხისტყაოსანი“.
გარდა ამისა, ამავე წელს საქართველოს პირველად ჰქონდა ქართული სტენდი და წიგნები მსოფლიოს ყველაზე დიდ ესპანურენოვან, გვადალახარას წიგნის ბაზრობაზე. ელჩი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გახდება მთავარი სტუმარი მსოფლიო მნიშვნელობის ამ დიდი კულტურული ფორუმისა.
დღითიდღე მყარდება კავშირები სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებს შორის ორგანიზაციებისა და პერსონალურ დონზე, და ეს ყველაფერი თანმიმდევრულად იწვევს უფრო მეტ შედეგებს, ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებას, რაც, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ახალ გადაწყვეტილებებში.
საერთაშორისო წარმატებამდე ზაზა გაბუნია თავის ქვეყანაში ცნობილი პოლიტიკოსი იყო. იყო საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე. მანამდე ის თბილისის მთავრობის წევრი იყო. იგი ასევე ცნობილია როგორც ინტელექტუალი და მწერალი. გამოქვეყნებული აქვს ორი მხატვრული რომანი და აქვს ელიტარული ინტელექტუალური კლუბის უმაღლესი ჯილდო: ბროლის ბუ.
ზაზას მსგავსი ადამიანებით, რომლებიც ჩართულნი არიან თავიანთი ქვეყნისათვის კეთილდღეობის ძიებაში, სამყარო ყოველდღე უკეთესი ადგილი ხდება.”
მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.