არც შეგხვდება

მთავარია აცრილი იყო.
და დედაც აცრილი, თუ რამეა ადვილად რო გადაიტანოს.
ბავშვი ისედაც ადვილად გადაიტანს...
მოკლედ, მთავარია აცრილი იყო, რომ გული მშვიდად გქონდეს და ფსიქოლოგიურად თუ მხნედ იქნები, დარწმუნებული ვარ ვერაფერს გიზამს ვირუსი, დიდი ალბათობით საერთოდ არ დაინფიცირდები.
თან მასე თუ გეშინია, მეეჭვება ერთიანად ყველაფერი დაივიწყო და რაც აქამდე არ გიკეთებია , ისეთები აკეთო

უბრალოდ გააგრძელე ცხოვრება შიშის გარეშე და არაფერი არ მოხდება ცუდი

თუ დაინფიცირდით კიდე, დაიკიდეთ და მარტივად დაამარცხებთ.
ვისაც ეშინია, იმისი ორგანიზმი სტრესით ხვდება ვირუსს და ეგ სტრესი იმუნიტეტსაც ასუსტებს და უჭირს მერე ორგანიზმს ბრძოლა...
დაკიდება მაინც საუკეთესო საშუალებაა.
ელემენტარული რეკომენდაციების დაცვა და დაკიდება...
ჩემ მაგალითზე ვიტყვი, შარშან მარტი-აპრილი-მაისი საშინელება იყო, ყველა რეკომენდაციას ვიცავდი, ყველას ვერიდებოდი, არ გადავდო და არ მოვკლა მეთქი...
მერე ივნისიდან ხო ავუშვით, რო გვეგონა რო ბეცეჟე აცრამ და მეუფე იაკობის ვერტმფრენიდან ნაპკურებმა წყალმა აგვაცილა კორონა.
ხო და რო მომეხსნა დაძაბულობა, მივხვდი რა ცუდად ვყოფილვარ შიშის დროს...
მერე ისევ იფეთქა, მაგრამ უკვე მეკიდა ყველანაირი რეკომენდაცია.
ხალხმრავალ შეკრებებზეც დავდიოდი, ახლო კონტაქტი, კოცნა, უცხო ხალხთან საერთო სიგარეტის მოწევაც...
უკვე დავარწმუნე საკუთარი თავი რო ვერაფერს მიზამდა კორონა, მაგრამ მაინც ვერიდებოდი მაღალრისკიანი ხალხის ნახვას, იქნებ ვირუსი მაქვს, არ ვიცი და არ გადავდო მეთქი...
და ვაქცინა რო გავიკეთე, მაგის მერე ხო დავიკიდე საერთოდ...
საერთოდ აღარ არსებობს კორონა ჩემთვის, აღარც პირბადე, აღარც ხელის დეზინფექცია, აღარც სადმე წასვლისგან თავის შეკავება, თუ არ ჩავთვლით რომ ჯიბით პირბადეს ვატარებ, სუპერმარკეტისთვის ან მეტროსთვის...
და ბევრად კარგია ცხოვრება

იმედია ამდენი ტყუილად არ მაწერინე და დაიკიდებ და ისე გააგრძელებ კორონასთან ერთად ცხოვრებას, როგორც გრიპთან ერთად ვცხოვრობდით
Mens sana in corpore sano...