Amiran Salukvadze
12 ч. ·
სააკაშვილის მორიგი საშიში პროვოკაციების შესახებ
რასაც ახლა სააკაშვილის, მისი ჯიბის მედია და მხარდამჭერები სჩადიან, რამდენიმე მიზანს ემსახურება, თუმცა ერთ მთავარ მიზანს ისახავს - რევანშს.
ამ მიზნის მისაღწევად, ეს უსამშობლო ადამიანები, ყველა საშუალებას მიმართავენ.
ძველ ამბებს აღარ გავიხსენებ. მხოლოდ ამ 1-2 კვირის პროვოკაციებს გადავხედოთ.
სააკაშვილმა დაიწყო პრიმიტიული, იაფფასიანი "პროგნოზით", რუსეთი ანაკლიას დაარტყამსო. მისმა მედიამ ეს თემა ორი დღე ატრიალა.
შემდეგ პირიქით გააკეთეს და უკვე სააკაშვილის პირადი ტელევიზია აკეთებს "პროგნოზებს", რუსეთი ცხინვალის და ენგურჰესის მიერთებას აპირებსო.
უამრავი ადამიანის, მ.შ. ჩემი მხრიდანაც გამოთქმული მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ეს თემა მაინც ატრიალეს. მედიის აჟიოტაჟს კი სააკაშვილის პოსტი მოჰყვა. წარმოდგენა რომ არ აქვთ ენგურჰესის მდებარეობაზე, ეს ცალკე საკითხია.
ამის შემდეგ უკვე ისევ სააკაშვილმა შემოაგდო რუსეთის მიერ თრუსოს ხეობის 200 კვ. კმ-ით (ზოგიერთი მედია საუბრობდა 200 კვ. მეტრზე) შესაძლო მითვისების შესახებ. ორკესტრირებულად აყვა ჯიბის მედიაც.
არც ეს თემა აგორდა. თუმცა, სააკაშვილის გზავნილების ადრესატი არაა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა. მის 1,1 მილიონიან ფეისბუკ გვერდს რუსეთიც ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა და უკრაინაც. მისი ფეისბუკ პოსტებს შემდეგ ბეჭდავენ როგორც უკრაინულ, ასევე რუსულ მედიაში, აშუქებენ ტელევოზიები.
სააკაშვილი რომ პროვოკაციულ თემებს აგორებს, ზედაპირზე დევს, ანალიზიც არ სჭირდება.
ამ პროვოკაციულ აჟიოტაჟს ახლავს საპარლამენტო რეზოლუციის ტექსტის კრიტიკა, ბრალდებები, თითქოს ხელისუფლებას რუსეთის ეშინია, ცდილობს არ გააღიზიანოს და ა.შ. ეს ნაწილი უკვე შიდა აუდიტორიისთვისაა.
არადა, რა სინდისით საუბრობენ, როცა აგვისტოს ომის წინ საუბრობდნენ რუსეთს ომი არ უნდა, კოკოითის პროვოკაციებიაო.
რუსეთთან გამწვავების მცდელობების პარალელურად განჯის ჭიშკრის (კარის, კარიბჭის) თემა ააგორეს, რათა აზერბაიჯანთან გაართულონ ურთიერთობები. აქამდე არავის არაფერი მოუთხოვია ეს კარი, ხმა მიაწვდინონ და აწი მოითხოვონ. ყველაფერთან ერთად, ეს თემა თუ გამწვავდა, იტყვიან, ჩვენ თუ გარეჯზე გვედავებით, აგერ თქვენ განჯის ჭიშკრის საკითხს ვერ წყვეტთო. არაფერი გამოუვათ, მაგრამ ხომ ცდილობენ?!
ბოლო პროვოკაცია კი სააკაშვილმა 9 თებერვლის სასამართლო პროცესზე წამოიწყო და მისი ისტერიული ყვირილი, ლუკაშენკოსთან ოთხი ფარული შეხვედრის შესახებ, უნისონში ჩაჯდა ვლადიმირ სოლოვიოვის მიერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის დასმულ კითხვასთან - როდის აღიარებთ აფხაზეთსა და ცხინვალსო?
ლუკაშენკო, რომელიც 14 წელია, მიუხედავად კრემლის ზეწოლისა, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ცილს სწამებს, თითქოს მასთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
ვინ დაიჯერებს, რომ ოთხჯერ კი არა, თუნდაც ერთხელ, ლუკაშენკო ფარულად ჩაფრინდა ლონდონში სააკაშვილის ხათრით? ლონდონში კი არა, ფარულად უნგრეთში ვერ ჩაფრინდება, ორბანთან, ისეთი გამადიდებლის ქვეშაა დასავლეთის მხრიდან.
მანამდე იცრუა ტაილანდში მქონდა ფარული შეხვედრები არაღიარების მიზნითო.
ერთი მხრივ ამ 9 მილიონის გადაფარვას ცდილობს, თითქოსდა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაიხარჯა. არადა, ოქროს სამკაულებზე და სხვა პირადი ფუფუნების ხარჯებზე, ყველანაირად არიდებს თავს საუბარს.
მეორე მხრივ კი პირდაპირ ლუკაშენკოს და პუტინს უგზავნის გზავნილებს, ლუკაშენკოს გასაღიზიანებლად, პუტინს კი ლუკაშენკოზე ზეწოლისთვის ახალი ბერკეტის მისაცემად. პირდაპირ დაუსვამს კითხვას: შენ ჩემს ზურგს უკან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდი?
ენმ წლებია ცდილობს ოცნება და ნაციონალები გააიგივოს: ჩვენ ვარბევდით, თქვენც დაარბიეთ, ჩვენ ცუდები ვართ, თქვენც ცუდები ხართ, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, თქვენ უფრო მეტი დაკარგეთ.
უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვა რომ უტიფარი სიცრუეა, რუკაზე დახედვაც არ სჭირდება. იქეთ კოდორის ხეობის ჩაბარება, აქეთ ცხინვალის მთელი რეგიონის 2/3-ს ვაკონტროლებდით.
დარჩათ ერთი თემა: ჩვენ ვიომეთ, თქვენც იომეთ.
სააკაშვილის ეს პროვოკაციული გამოსვლა არ გამორჩენია რუსულ არხებს, ლუკაშენკო ლონდონში საერთოდ არაა ნამყოფიო, მაგრამ ეს განცხადებები რომ პღოვოკაციული და აღიარების პროვოცირებას ისახავს მიზნად, ზედაპირზე დევს.
ადრე დავწერე, როცა ტაილანდის ღრეობები მიაბა, თითქოს ვიღაც პრეზიდენტები აგრიალა აბანოებში, რომ პრეზიდენტი არაა მონარქი. მას აქვს ფარული მოლაპარაკებების უფლება, ოღონდ ეს დოკუმენტირებული უნდა იყოს სათანადოდ და ინახებოდეს როგორც მინიმუმ ადმინისტრაციაში.
წინა ხელისუფლებას ომის თემაზე ვერიდებოდით, რათა მართლაც არ დაზიანებულიყო საძელმწიფო ინტერესები. მაგრამ, როცა 2018 წელს მამუკა მდინარაძის მიერ გამოვლენილი ევროსაბჭოს #1633 რეზოლუცია წავიკითხე, მგონი ზედმეტად დაგვამუნათეს. მას შემდეგ ამ რეზოლუციის ბევრი ანალიზი დავწერე. მოსაძლეობის დიდი ნაწილი დღესაც ვერ აცნობიერებს რამდენად საზიანო ფორმულირებებია ამ რეზოლუციაში. თანაც, ეს არაა ტალიავინის საგამოძიებო კომისია. ესაა ევროსაბჭოს დასკვნა, რეზოლუციის სახით, რომელსაც დაეთანხმა საქართველოს დელეგაცია კეჭისყრაში ხმის მიცემით, რასაც უკან ვერ გაიწვევ.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ვწერ: გამოსაძიებელია ომის მომზადების, მისი წარმოების და ომის შემდგომი პერიოდის პოლიტიკური, ზოგ ნაწილში სამხედრო-პოლიტიკური ნაწილი, რათა ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ თავისი სახელი დაერქვას.
რაც შეეხება ზემოთ აღწერილ პროვოკაციულ განცხადებებს, დასკვნები მკითხველმა გააკეთოს.