საბავშვო ბაღად გადაიქცა ფორუმი.
მიშა რომ მოკვდესო! მოკვდესო, კაცო...
ვინ მოკლავს მიშას, ქოცები?
და ნაცები რომ კლავენ ნელ-ნელა, თან ის მოდებილო ჩირლიდერშიპი რომ ამხნევებს და პუბლიკასაც თანდათან აჩვევს, რომ წიპა მალე მოკვდება და დიდი გადარევისთვის მოემზადეთო,
ეგ გაატარეთ?
იმ გაიძვერა გაბუნიას და ტვინმრუდე გვარამიას სურვილები (,,მიშა, გვირჩევნია მოკვდე, ვიდრე...'') რომ გახმიანდა და თქვენმა ,,საზოგადოებამ'' ყური წაუყრუა, ეგ არაფერი?
მართლა მეცოდება ეგ კაცი თქვენს ხელში...
ვიღაცამ გააბრიყვა, ჩამოიყვანა (ანდა რაღაც სხვა თამაშია, უფრო მაღალ დონეზე), ჩააგდო ამათ ხელში და იმის იმედით, რომ ხალხი იხუვლებს და რევოლუციას მოვაწყობთო, თავი ქუდში ეგონა.
მიშას სიკვდილი თუ ვინმეს არ აძლევს ხელს, ეს სწორედ ქოცნებაა... რატომ? დამინდეთ და, ამას მაინც ნუ ამახსნევინებთ, რა...
სულ ამას გეუბნებით, პატ. ნაცებო - თუ გსურთ, რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ, აუცილებლად უნდა შეასრულოთ მინიმუმ სამი პირობა:
1. დაგმეთ და განუდექით მიშას; მოიშორეთ ძველი და ცოდვილი ნაცები, როგორებიც არიან ბარამიძე, გვარამია, წიკლაური, მინაშვილი, თარგამაძე, ცისკარიშვილი, გაბაშვილი, ბოკერია,
უგულავა, მელია, გოგორიშვილი, კირკიტაძე, ბეჟაშვილი, უდუმაშვილი და რამდენიმე კიდევ...
2. გადახედეთ თქვენს პოლიტხედვებს, გამოასწორეთ ყველაფერი ის, სადაც დეფიციტში გარღვევა გაქვთ და ქართველი ადამიანის ხასითს კარგად გაეცანით;
3. თქვენ მაინც მოუხადეთ ბოდიში საზოგადოებას ყოველივე იმისთვის, რაც იმ ძველმა სახეებმა დაატეხეს თავს.
ამის მერე, სავსებით შესაძლებელია, არჩევნებშიც გაიმარჯვოთ
პ.ს. ძაან ხტუნავთ და იმუქრებით აქ ზოგიერთები. ნუ წიწმატდებით და კუნთებზე ნუ იყურებით. ძმათა შორის კინკლაობა მოსულა, მაგრამ ომი?
კარგახანია გადავეჩვიეთ... და ღმერთმა ნუ ინებოს...