უკრაინა ფაქტიურად საზღვაო ბლოკადაშია და 15 თებერვალს რუსული ფლოტილია სრულიად დაასრულებს მოსამზადებელ ეტაპს, ეს კი სრული ინფორმაცია თუ რა სამხედრო გემებს განალაგებს რუსეთი უკრაინის საზღვაო აკვატორიასთან, რა მიზანს ემსახურება ის და რა პლიუსები აქვს უკრაინულ მხარეს
მოკლედ
15 თებერვლისთვის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში (სადღაც საორიენტაციოდ საბერძნეთთან) თავს იყრის რუსეთის 4 მოქმედი კრეისერიდან 3.
ესენია: Варяг, Москва, Маршал Устинов.
ამათ გარდა 2 დიდი ნავსაწინააღმდეგო გემი (დასავლური კლასიფიკაციით დისთროიერები) Адмирал Трибуц და Адмирал Кулаков.
ამათ გარდა დაჯგუფებაში ეყოლებათ მომარაგების გემები (2) სარაკეტო კორვეტები (2-3) და 2 ან 3 ვარშავიანკას ტიპის დიზელ-ელექტრული წყალქვეშა ნავი.
ამათ (ვარშავიანკას კლასის წყალქვეშა ნავების გარდა) არცერთს არ გააჩნიათ ფრთოსანი რაკეტები ხმელეთზე დასარტყამად. სამაგიეროდ 3 კრეისერზე ჯამში ერთად არის 192 ცალი С-300Ф «Форт»-ის რაკეტა და 48 ცალი П-1000 «Вулкан» ტიპის გემსაწინააღმდეგო რაკეტა.
+ორ დისთროიერზე ჯამში 128 ცალი Кинжал -ის რაკეტა. (სახმელეთო «Тор-М1»-ის საზღვაო ვარიანტი) თუმცა ამათი მთავარი იარაღი არის წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ტორპედოები და რაკეტა-ტორპედოები.
მოკლედ შემადგენლობით და შეიარაღებით თუ ვიმსჯელებთ ნათლად იკვეთება მათი დანიშნულება და ეს ნატოს საზღვაო დაჯგუფებასთან პაექრობაა რომელიც აუცილებლად არ გულისხმობს ურთიერთ განადგურებას და ცეცხლის აუცილებელ გახსნას მაგრამ ფაქტია რუსები მიუდგნენ საქმეს სერიოზულად. მათ თავიანთი დეგრადირებადი საზღვაო ძალების პოტენციალის დიდი ნაწილი მოაგროვეს ერთ რეგიონში და იმოქმედებენ აგრესიულად. ხელს შეუშლიან ამერიკული ავიამზიდის ჰარი ს ტრუმენის ავიაციას მოქმედებაში, შეუშლიან ამ ავიამზიდის ესკორტში შემავალ კრეისერს და დისთროეიერებს განახორციელონ ტომოჰავკების გასროლა უკრაინის მიმართულებით. (თავად რუსები ამას ვერ გამორიცხავენ ფაქტია) დისთროიერების ამოცანა კი იქნება ნატოს წყალქვეშა ნავების გაუვნებელყოფა რომ საფრთხე არ შეუმქნან ამ სამ კრეისერს.
პარალელურად 15 თებერვალს შავ ზღვაში თავს იყრის რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - 13 ცალი.
ესენია: БДК Королев, БДК Минск, БДК Калининград, БДК Оленегорский горняк, БДК Георгий Победоносец, БДК Петр Моргунов, БДК Ямал, БДК Азов, БДК Цезарь Куников, БДК Новочеркасск, БДК Николай Фильченков, БДК Саратов, БДК Орск. ამათ გარდა შავი ზღვის ფლოტის და კასპიის ფლოტილიის სადესანტო კატარღები ორ ათეულზე მეტი. პირადად პრეზიდენტ პუტინის დაცვის კუთვნილი რაპტორის ტიპის სწრაფმავალი კატარღებიც კი ჩაიტანეს სამხედრო სადესანტო ოპერაციაში მონაწილეობისთვის.
შავ ზღვაშია 4 თანამედროვე ფრეგატი ფრთოსანი რაკეტებით (კალიბრ) ესენია: Адмирал Григорович, Адмирал Макаров, Адмирал Эссен და Фрегат Адмирал Касатонов. (ეს უკანასკნელი ჩრდილო ყინულოვანი ფლოტიდანაა მივლინებით შავ ზღვაში)
ამათ გარდა "კალიბრებით" შეიარაღებულია (3 ან 4 იქნება შავ ზღვაში იმის და მიხედვით რამდენს დატოვებენ ხმელთაშუა ზღვაში 2 ცალს თუ 3) ვარშავიანკას ტიპის წყალქვეშა ნავი რომელიც 15-ისთვის შავ ზღვაში იქნება,
+ფრთოსანი რაკეტა კალიბრებით შეიარაღებულია შავი ზღვის ფლოტის 4 კორვეტი «Вышний Волочёк» «Орехово-Зуево», «Ингушетия» და «Грайворон»
+კასპიის ზღვის ფლოტილიის 3 ცალ კორვეტს შეუძლია უკრაინას ესროლონ კალიბრები პირდაპირ კასპიის ზღვიდან. ესენია «Град Свияжск» «Углич» «Великий Устюг»
სულ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფრთსანი რაკეტების მქონე მცურავი საშუალებების პოტენციური (პოტენციურითქო იმიტომ ვწერ რომ ყველა ბოლომდე შეიძლება არ იყოს კალიბრებით გავსებული) მოცულობა შეადგენს 108-112 ცალ კალიბრს.
მოკლედ ამგვარად სამი ტიპის ამოცანისთვის შექმნილ სპეციალურ საზღვაო დაჯგუფეფებს ვხედავთ.
პირველი ხმელთაშუა ზღვაში აკავებს და ხელს უშლის ნატოს გემებს და საგემბანო ავიაციას იქიდან თავისუფალ მოქმედებაში.
მეორე ახორციელებს მასშტაბურ საზღვაო სადესანტო ოპერაციას თან როგორც აზოვის მხარეს მცირე ზომის სადესანტო საშუალებებით ისე უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე დიდი სადესანტო ხომალდებით.
მესამე რომელიც დიდი მანძილიდან ახორციელებს მასირებულ სარაკეტო იერიშს ფრთოსანი რაკეტებით უკრაინის სანაპირო ინფრასტრუქტურის და სხვა მნიშვნელოვანი წერტილოვანი ობიექტების მიმართულებით.
რამდენად გამოუვათ ეს ჩანაფიქრი?
პირადად ჩემი აზრით ერთადერთი რისი აცილებაც შეუძლებელი იქნება ეს სარაკეტო დარტყმებია. მაგას უბრალოდ უნდა გაუძლონ და გადაიტანონ.
ხმელთაშუა ზღვაში თავმოყრილი რუსული დაჯგუფება ნატოს არმადასთან შედარებით გამოიყურება როგორც ქუჩის აბიჟნიკი ტიპი ლისიჩკათი. ანუ ისეთი ავყია როჟა რომელსაც ერიდებიან ე მანდ რამე შარს არ დაგაეყარონ თორე თუ ძალიან ტვინი მოდღნა აიღებენ და ტრაკში გაუკეთებენ იმ დანას. ანუ არავითარი ეჭვი არაა იმაში რომ ჰარი ტრუმენის დაჯგუფება თავისი ავიაციით იჯისებიანი გემებით ატომური წყალქვეშა ნავებით ჯერადობით ძლიერია რუსების მიერ მთელი თავისი პოტენციალის დაძაბვით შეკრებილ გემებზე. უბრალოდ ფიზიკური შეხლაშემოხლა რუსებთან უკვე კონფლიქტის სხვა განზომილებაში გადაზრდის საფრთხეს შეიცავს რომელსაც გასაგები მიზეზების გამო ყველა ჭკუათმყოფელი ერიდება.
სადესანტო ოპერაცია ბოლოსთვის გემრიელ ლუკმად შემოვიტოვე - აი მანდ უკრაინულ მხარეს აქვს რეალური შანსი ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენოს რუსებს. გასაგებია რომ უკრაინას არ აქვს საჭირო რაოდენობით სამამულო წარმოების გემსაწინააღმდეგო რაკეტები (ნეპტუნ) გასაგებია რომ ამ კომპლექსებზე რუსები ინადირებენ ძალიან ინტენსიურად ავიაციით და არა მარტო ავიაციით. ზუსტი კოორდინატების დადგენის შემთხვევაში მათ გასანადგურებლად გამოიყენებენ როგორც ფრთოსან რაკეტებს ისე ისკანდერებს. მათზე ინადირებენ წინდაწინ უკრაინაში შეჟონილი დივერსიული სპეც ჯგუფებიც. მაგრამ ერთმა ნეპტუნის ტიპის რაკეტამ ფსკერზე შეიძლება გაუშვას დიდი სადესანტო ხომალდი 500 რუსთან ერთად. სანაპიროზე გადმოსხმული დესანტი ყინვაში მინუს გრადუს ტემპერატურებზე მოწყვლადი იქნება საარტილერიო ცეცხლისთვის. ზალპური ცეცხლის დანადარების ისე ლულიან არტილერიის წინაშე. არ გამოვრიცხავ არც ტოჩკას ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების დარტყმას და არც უკრაინელთა საარმიო ავციაციის იერიშებს. (Су-24 Су-25 Ми-24) არც სანაპირო დაცვის ძალების და უკრაინელი საზღვაო ქვეითების სატანკო ქვედაყანოფების (Т80-ებზე არიან) კონტრშეტევას.
მოკლედ უკრაინელებს არჩევანი დიდი აქვთ. სადესანტო ოპერაციები რამდენადაც ეფექტურია იმდენად სარისკოა. რაც ხელს აძლევს დაცვაში მყოფ მხარეს.


This post has been edited by DIDGORI-GEO on 14 Feb 2022, 00:53