განახლებული ინფორმაცია
ამ დროისათვის არსებული ვითარება(42-ე დღის შეჯამება)
უკრაინის ჩრდილოეთიდან გასული რუსების ძალების 70-80% ბელარუსიაში დაბრუნების შემდედ გადაბარგდა რუსეთში, სადაც სავარაუდოდ ოპერატიულ დონეზე მიიღებენ რაღაც დონის შევსებას, მოახდენენ გადაჯგუფებას და შევლენ უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, თან ბელორუსიდან რუსეთში არამარტო ცოცხალი ძალა, არამედ სატრანსპორტო ავიაცია, დამრტყმელი შვეულმფრენები და ბომბდამშენი/მოიერიშე ავიაციაც დაბრუნდა ანუ, მთელი ძალების თავმოყრა ხდება ახლა ხარკოვის, ლუგანსკის,დონეცკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით.
თუმცა მეორე მხრივ დონბასში გამაგრებულია უკრაინის ყველაზე ბრძოლისუნარიანი, გამოცდილი, აღჭურვილი და ომის მცოდნე დაახლოებით 60 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, რომელიც არის ძალიან ძალიან დიდი ძალა, რასაც დაემატება ათობით ათასი რეზერვისტი/მოხალისე, + ჩრდილოეთიდან გამოთავისუფლებული სამანევრო დანაყოფები, ანუ იმის თქმა მსურს, რომ ცოცხალი ძალის პრობლემა აღმოფხვრილია. ახლა რუსეთი, თუ კი უკრაინის მთელს ტერიტორიაზე სწრაფი სამანევრო ომისას ქონდა შესაძლბელობა და ყოფნიდა მობილიზებული ძალები, აი დღეს ფრონტისებურ ომში, ერთის მხრივ მეტი საცეცხლე შესაძლებლობების და ადამიანური რესურსების მქონე პროფესიონალური არმია არაფერში არ ყოფნის, რადგან 200-კმ-მდე ფრონტზე შეტევას, რეალურად ჭირდება აი ის 1-3 თან შეფარდება, რაც შემტევ და დამცველ ძალებს შორის უნდა იყოს, რაც რუსებს, მიუხედავად უკრაინის ჩრდილოეთიდან გამოსვლისა არ გააჩნიათ ანუ, სიტიუცია ასეთია გრძელ ფრონტზე უტევს უფრო დიდი საცეცხლე შესაძლებლობების მქონე არმია მეორე უფრო დაბალი საცეცხლე შესაძლებლობების არმიას, თუმცა არ აქვს ადამიანური რესურსების უპირატესობა, თან, დასავლეთიდან ყინული დაიძრა და ნელ-ნელა დაიწყო მძიმე ტექნიკის შემოდინება უკრაინაში. ახლა არის ეგ ტექნიკა ძველი, მაგრამ არავინ იცის ხვალ ზეგ რა ტექნიკა წამოვა, როცა ომი გაიწელება და უეჭველად გაიწელება., რუსეთს ასობით კმ-ზე გადაშლილ ფრონტზე მოუწევს თავისაზე მეტ თუ არა არანაკლებ საცეცხლე ძალების მქონე და რიცხობრივად უკრაინულ არმიაზე პრაქტიკულად მეტი, თუმცა არასაკმარისი ადამიანური რესურსებით შეტევა.
რას ნიშნავს ეს?
ამ მოცემულობით ეს ნიშნავს იმას, მარტივ ენაზე მოდიან რუსები კლავენ უკრაინლები და იქამდე მოდიან სანამ არ დასრულდებიან. დასრულდებიან, რადგან წინ უზარმაზარი კედელია, რომელსაც თუ ძალით ვერ ჯობნი უბრალოდ ვერ გადატეხავ. ძალით რომ აჯობო მეტი უნდა იყო, საკმარისად მეტი კი ვერ ხარ, თუმცა, არსებობს რუსეთისთვის ერთი გამოსავალი, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება, მასობრივი მობილიზაცია და ფროტნზე დამატებითი საზარბაზნე ხორცის გაჩენა.
თუმცა, არც აქ არის 100%-ად გადაწყვეტილი, რომ მობილიზაციით ომს მოიგებს, შესაძლოა უფრო მეტ ხანს გაქაჩოს, მაგრამ მოგება საეჭვოა, შესაბამისად ეს ეჭვები და შედეგის გარეშე მიღებული უდიდესი სამოქალაქო მსხვერპლი, უმწვავეს რეაქციას გამოიწვევს რუს საზოგადოებაში. რუსებს როცა შიათ მაშინ არ ამხობენ ქვეყანას, როცა მარცხდებიან იდეურ დონეზე დაწყებულ ომებში, მხოლოდ მაშინ აყირავებენ მათ დიდებულ მოსკოვს ანუ, სადაც ჩვენ ვიცით ეგ, პუტინმაც იცის, ამიტომ რისკები ალბათ არ მისცემს საშუალებას, რომ მასობრივი მობილიზაცია გამოაცხადოს, თან გავარკვიეთ რომ გიჟი არ ყოფილა, მიუხედავად უდიდესი სურვილისა, ადგა და კიევიდან გამოიყვანა ჯარები, როცა გაჩნდა შანსი, რომ იქვე დამთავრებულიყო რუსეთისთვის ომი, თანაც პირწმინდად დამარცხებულად.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფონს არ ამზადებს. ამზადებს, სწორედ რომ ბელგოროდში დაწყებული ეს ალიაქოთი აღნიშნული მუხტის შესაქმენლადაა საჭირო, რომ თუ კი დადგება საჭიროება და პუტინი გადაწყვეტს გარისკოს თავისი სიცოცხლე, დაიწყებს საყოველთაო მობილიზაციას.
თუმცა, თუ კი წინააღმდეგობა უკრაინელთა მხრიდან იმავე ხარისხით და მასშტსბით გაგრძელდა, რაც კიევთან მოახლოებისას იყო, + თუ კი მძიმე შეიარაღებით მომარაგება დაიწყო და თან რაც შეიძლება სწრაფად, დაუყოვნებლივ, ამ ომში რუსეთი დამარცხდება ისე, რომ რაც აქამდე ქონდა იმასაც დაკარგავს, რადგან თუ კი გადატყდა რუსების შეტევა დონბსსში, მაშინ უბრალოდ ვეღარ დააკავებენ უკრაინელთა ძალებს, თან ვნახეთ რა სიჩქარით ცოდნიათ უკან დახევა.
შეიარაღებას გავუსვი ხაზი, მძიმე შეიარაღებას, რომელიც უნდა მიაწოდოს დასავლეთმა უკრაინას, რათა საბოლოოდ გადატყდეს რუსული ძალების შემოტევა და მოხდეს ორგანიზებული ფართო მასშტაბიანი კონტრშეტევის დაწყება, ეს არის ტანკები, ქსმ-ები და ჯტრ-ები, შორსმსროლეელი თსდ და ზცრს არტილერია, კამიკაძე დრონები და სხვადასხვა ტიპის ზუსტი დამიზნების სარაკეტო საშუალებები.
რომელთა შემოდნინება უკრიანაში უნდა განხორციელდეს ხმელეთიდან ეშელონებითა და უფრო ძირითადად საგზაო მაგისტრალებით.
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, კი მაგრამ ეგ უზამრაზარი კოლონები და ჯავშანტექნიკა ხომ დაუცველი იქნება, თან ამერიკელები უკრაინის ტერიტორიაზე არ შედიან და ვინ დაიცავს?
არა მეგობრებო, დავიწყოთ იმით რომ უკრაინის სიღრმეებში ვერ წვდება რუსული არტილერია, ანუ მასირებულად ვერ დაბომბავენ სამხედრო კოლონებს, გავაგრძელოთ იმით რომ რუსების ამ ომის პირველ ეტაპზე დამარცხება სრულებით გამოიწვია იმან, რომ ცა ვერ გააკონტროლეს სრულიად, კი გაცილებით დიდი და თანამედროვე ავიაპარკის, უმსხვილესი სარაკეტო შესაძლებლობების მიუხედავად, მათ სრულად ვერ ჩაახშვეს ევროპაში ყველაზე დიდი (რაოდენობრივად) საჰაერო თავდაცვის სისტემები, რის გამოც რუსები ვერ ახერხებენ უკრაინის სიღრმეებში ფრენას, ხოლო საზღვრების სიახლოვეს განთასვებული ქალაქების ოდესის, კიევის და ხარკოვის საავიაციო დაბომბვები ომის მეორე კვირაში დღეში უამრავ განადგურებულ საფრენ აპარატად დაუჯდათ. იმავე ტემპით და კიდევ უფრო სიღრმეში მოქმედება რუსული ავიაციის, კიდევ უფრო მალე ამოწურავს რუსულ ავიაპარაკის შესაძლებლობებს.
რაც შეეხება რაკეტებს, ზუსტი დამიზნების რაკეტების გამოყენება მოძრავ, გრძელი დაშორებისა და მასიურ კოლონებზე უბრალოდ არაპროდუქტიულია, მას მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი ექნება და არა დამანგრეველი, როგორიც მაგალითად ეს ზუსტი დამიზნების რაკეტებით სამხედრო ინფრასტრუქტურის ან სხვა სტაციონალური ობიექტების დაბომბვისას ხდება.
ანუ, კოლონების შემოდინებას პრობლემა არ უდგას, მთავარია მხოლოდ დასავლეთში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს:
1.. ხარკოვის მიმართულება - ხარკოვის მიმართულებაზე უმძიმესი ბრძოლებია იზუმთან, ბოლო 24 საათია რუსული ძალები დიდი დანაკარგების მიუხედავად, ვერ ახერხებენ უკრაინული თავდაცვის გარღვევას, მიდის უსასტიკესი ბრძოლები და კრიტიკულად მნიშვნელოვანია არ მოხდეს ამ მიმართულების გარღვევა. ბოლო 24 საათში ფაქტიურად არ შეცვლილა ძალების მიერ ტერიტორიის კონტროლი.
2. დონეცკი - ლუგანსკის მიმართულება - რუსები უტევენ ლუგანსკის ოლქის ქალაქ პოპასნას, რუბიჟნიეს და სევეროდონეცკს, აღნიშნული ქალაქების აღება ლუგანსკის ოპერატიულ ზონაში სტრატეგიულ უპირატესობას აძლევს რუსულ ძალებს შემდგომი შეტევებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე განსაკუთეებული წინსვლა არ აქვთ.პარალელურად რუსები უტევენ დონეცკის ოპერატიულ ზონაში გარღვევის მოსაწყობად ქალაქ მარინკას, თუმცა აქაც სიტუაცია ცვალებადია, რამდენეჯერაც შეაღწიეს ქალაქის სიღრმეებში რუსებმა იმდენი მოხვდათ ყბაში და უკანვე გამობუნძულდნენ ან სასუქად იქცნენ.
მარიუპოლში ვითარება უცვლელია, რუსების მიერ მიმდინარეობს ე.წ. წმენდის ოპერაცია, თუმცა ვინ ვის წმინდავს ეგეც საკითხავია, ქალაქის გმირი დამცველები ინარჩუნებენ კონტროლს ქალაქის უმეტეს ნაწილზე და რუსებს ძალიან დიდ დარტყმას აყენებენ.
3. სამხრეთის მიმართულება - ხერსონის ოლქის მდ. დნეპრის დასავლეთ ნაწილი, სადაც მდებარეობს თავად ქალაქი ხერსონი, რომელიც ახლა რუსების კონტროლქევშაა, თუმცა უკრაინული მსხვილკალიბრიანი არტიელრია და შეიარაღებული ძალები უკვე ქალაქის გარეუბნებს 2 მხრიდან მიადგნენ და მესამე მხრიდანაც მალე მიადგებიან, ასევე რუსული კრივოი როგის დაჯგუფება მოწყდა ძირითად ძალას, რამაც კრიტიკულად გაართულა მათი მომარაგება, შესაბამისად დიდია შანსი რუსების ეს დაჯგუფება ქვაბში მოექცეს, თუკი რუსებმა სასწრაფოდ რამე არ გამოასწორეს, სავარაუდოდ მალე ვიხილავთ რუსების ტაქტიკური უკან გაქცევის კიდევ ერთ უნიკალურ კადრებს. რუსები სავარაუდოდ გადმობარგდებიან მდ. დნეპრის აღმოსავლეთით.
ამ მოცემულობით რუსები ჩვენდა სასიამოვნოდ გაწელილ ომში დიდი დანაკარგებით და უზარმაზარი ფინანსური სანქციების ფონზე მარცხდებიან, თუმცა ამის გაფორმებას ჯერ კიდევ დიდი დრო ჭირდება(მინიმუმ 3-4 ათვე).
დიდება და გაძლება უკრაინას ღორების ურდოს წინააღმდეგ !!!
იზუმთან არსებული ვითარება:

მარიუპოლში არსებული ვითარება:

ხერსონთან არსებული ვითარება: