ეხლა რაც შეეხება უშუალოდ კიევთან განვითარებულ მოვლენებს, როგორც ვატყობ ბევრ იუზერს გაინტერესებთ
ამ დროისათვის რუსეთი ცდილობს დიდი ძალის მობილიზებას კიევის ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე
რუსეთმა ვერ შეძლო ქალაქის სრულ ალყაში მოქცევა, რაც შეიძლება ჩაითვალოს მათი სამხედრო ოპერაციის მთავარ ჩავარდნად, შესაბამისად ქალაქზე წარმატებული ოპერაციის შანსი მნიშვნელოვნად არის შემცირებული
ასევე, რუსეთმა გაუშვა ერთდგვარი მოულოდნელობის ეფექტი და პირველ 2-3 დღეში ვერ შეძლო ქალაქის აღება, რითიც უკრაინულ მხარეს მიეცა საშუალება გადაჯგუფების, ძლიერი თავდაცვითი პოზიციების დაკავების და მაქსიმალურად ინფორმაციის ფლობისა, თუ რა ძალებით აპირებს რუსეთი კიევზე დარტყმას, ამავე დროს ამ დღეების განმავლობაში მათ სხვადასხვა ინტესნისვობით და წარმატებულობით, ძირითადად არტილერიისა და სპეციალური დანაყოფების რეიდებით, შეძლეს რუსული არმიის შემტევი დაჯგუფებების მნიშვნელოვანი გამოფიტვა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე პირადად ნაკლებად მგონია, რომ მათ შეძლონ წარმატებული ოპერაციის ჩატარება
ეხლა რაც შეეხება უშუალოდ მიმართულებებს
რუსეთმა ამ დროისთვის კიევის ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებაზე, შეძლო დაახლოებით 16-18 ტაქტიკური ბატალიონის ზომის დაჯგუფების თავმოყრა და ეხლა რუსული დანაყოფები მაქსიმალურად ცდილობენ გაშლას, კერძოდ ბოლო 2 დღეა ცდილობენ ბუჩაკ-ირპინის სრულ აღებას, თუმცა ამ დრომდე ეს ვერ შეძლეს, ასევე ისინი ცდილობენ რაც შეიძლება სამხრეთით წაიწიონ წინ, თუმცა ვერც ამ მიზანს მიაღწიეს ამ დრომდე
ამ მიმართულებაზე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მობილიზებული ყავს 30-ე მექანიზირებული ბრიგადა, მე-14 მექანიზირებული ბრიგადა(დასავლეთ სარდლობის) და 95-ე მოიერიშე-სადესანტო ბრიგადა, ასევე ნაციონალური გვარდიის, ტერიტორიული თავდაცვისა და ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადები(თავდაცვა, შსს, უშიშროება და ა,შ)
საჭიროების შემთხვევაში, სავარაუდოდ დასავლეთ სარდლობიდან კიდევ დაამატებენ სარეზერვო 2 ბრიგადას
კიევის აღმოსავლეთ მხრიდან კი რუსეთმა შეკრა დაახლოებით 14 ტაქტიკური ბატალიონის ზომის დაჯგუფება, რომლებიც ბროვარის მიმართულებით ცდილობენ წინსვლას, თუმცა ჯერ უშედეგოდ
ამ მიმართულებაზე უკრაინას მობილიზებული ყავს პირველი სატანკო და 72-ე მექანიზირებული ბრიგადები, ასევე ნაციონალური გვარდიის, ტერიტორიული თავდაცვისა და სხვადასხვა სპეციალური დანაყოფები(შსს, თავდაცვა, უშიშროება)
სავარაუდოდ უახლოეს დღეებში იქნება ამ ომის გადამწყვეტი ბრძოლა, რუსეთი მთელი ძალით შეეცდება უკრაინული თავდაცვის გარღვევას
ჯერ დაიწყებენ ტაქტიკური თუ ფრთოსანი რაკეტებით მასიურ დარტყმებს, რასაც მოყვება მასიური საავიაციო და საარტილერიო დარტყმები, ასევე სავარაუდოდ ორივე მიმართულებაზე დესანტის მცდელობა(სამხრეთ-დასავლეთით ვასილკივთან) და (აღმოსავლეთ-სამხრეთით ბორისპოლი) და დაიწყება გენერალური შეტევა
ჩემი აზრით რუსულ არმიას უკრაინული პირველადი თავდაცვის გარღვევა ძალიან გაუჭირდება და რომც გაარღვიოს უშუალოდ ქალაქში სავარაუდოდ განახევრებული ძალებით შევა(ნახევარს გარღვევის დროს დაკარგავს), ქალაქის ქუჩებში კი მათ ჯოჯოხეთი ელით( დაახლოებით ისეთი როგორ ხარკოვში მოუვიდათ) და ძალიან დაბალია შანსი მათ შეძლონ ქალაქის აღება
მოკლედ, შეიძლება ითქვას გადამწყვეტი ბრძოლა გველის წინ
თუკი რუსულმა არმიამ ვერ შეძლო ამ ბრძოლის მოგება, ის იმ მაშტაბის დარტყმას(ნოკაუტს) მიიღებს, რომ ეს დიდი ალბათობით იქნება გადამწყვეტი მომენდი, რაც საბოლოოდ აიძულებს პუტინს უკან დაიხიოს
დიდება უკრაინას !!!
ეს კი ამ დროისთვის, კიევის გარშემო არსებული ვითარება
This post has been edited by DIDGORI-GEO on 9 Mar 2022, 04:12