#58985669 · 8 Mar 2022, 19:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა არი იცით, ქართველების გაბანძების პროპაგანდა რო მიდის საქართველოში, ეგ არი საწყენი. მაგ ფოტოზე ვინ არიან არ ვიცი, არც ერთს არ ვიცნობ, მაგრამ ხშირად მხვდება თვალში და ყოველთვის ქართველების და ქართული ტრადიციების გასაბანძებლად და მასხარად ასაგდებად იყენებენ. შეხედეთ, "ქართველი ვაჟკაცი" როგორია - ღიპიანია, სმა-ჭამის მეტი არაფერი იცის, ისეთია, ასეთია... არადა არც ღიპით განისაზღვრება ვაჟკაცობა და არც უღიპობით. უბედურება ის არი, რო ცდილობენ ყოველთვის ცუდი კუთხით დაგვანახონ ქართველი ადამიანი და ქართველობა.
ეხლა ამ თემაში რა ხდება... მოცემული გვაქვს ორი უკიდურესობა: 1. ეს ფოტო, რომელიც ქართველი პურის მჭამელი ადამიანის ცუდი კუთხით გამოჩენას ემსახურება და ცდილობს ქართველი მოქეიფე კაცის უარყოფით თვისებებს გაუსვას ხაზი (არადა, ბევრი მათგანი შეიძლება მისაბაძი პიროვნებაც კი იყოს ამ ფოტოზე. თითქოს თქვენ არასდროს გიჭამიათ, დაგილევიათ და არც ღიპიანი ადამიანი გყოლიათ ახლო წრეში). 2. მანგოს ტიპაჟი, (რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული ტიპია ფოტოზე არსებული ტიპაჟისგან/ტიპაჟებისგან), მაგრამ ჩავიდა ქვეყანაში, სადაც ომია.
რა მიკვირს, იცი? ამ ორ ტიპაჟს შორის რო გვთხოვთ არჩევანის გაკეთებას, რას ემსახურება ასეთი თემები? ქართველობის დაცინვას და დაჯმას, ხომ არ ჯობია ისეთი თემები გავხსნათ, სადაც ნამდვილი, ქართველი ვაჟკაცები იქნებიან წარმოჩენილი? თუ ცოტა გვყავს ასეთი? არ ჯობია ნამდვილი ვაჟკაცობის მაგალითები მოვიყვანოთ და ამის გარშემო ვისაუბროთ? ნამდვილი ქართველი ვაჟკაცების გმირობაზე ვილაპარაკოთ და ვაჩვენოთ მომავალ თაობასაც? ასეთი თემებიდან რა უნდა ისწავლონ ახალგაზრდებმა და რა მაგალითი უნდა მივცეთ? რო ქართველი ან ღორი უნდა იყოს ან პიდარასტი?
|