ალტ ინფოს ადვოკატის პოსტი:
https://www.facebook.com/100080062162532/po...3558139049/?d=nრაც შეეხება ჩემს გამოსვლას ალტ-ინფოს ეთერში, რაც ხელოვნურად იქნა აი ამ ნაძირალა, "ფსევდო ეროვნული", ნაცმოძრაობასთან მოკურკურე ძმებ ელისოებისა და მათი თანამოაზრეების მიერ ტირაჟირებული და უარყოფით კონტექსტში წარმოდგენილი, მინდა სრულად დავადასტურო საკუთარი სიტყვები, იმდენად რამდენადაც ეს მე პირველად არ გამიჟღერებია, არც მე და არც ჩვენს თანამოაზრეებს და პარტიის წევრებს და არ ვაპირებთ რაიმე მოვლენის ან პიროვნების მძევლები ვიყოთ და გარკვეული კონიუნქტურის შიშით სიმართლე არ ვილაპარაკოთ, რადგან წარსულის სწორი გააზრება, გვაზღვევს სამომავლო შეცდომებისგან!..
________________________________________
დიახ, "ეროვნული მოძრაობა", ეს იყო სრულად დასავლეთიდან მართული აგენტურა, იმ დასავლეთისგან, რომელსაც საკუთარი მოკავშირეები უხვად ჰყავდა მოსკოვშიც, გორბაჩოვი-შევარდნაძის სახით და ასევე სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ადმინისტრაციულ წრეებშიც!..
მიზანი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა და მისი სისხლიან რეჟიმად წარმოჩინება, შემდგომ კი მოკავშირე რესპუბლიკების ეკონომიკურად დაპყრობა, ძარცვა, ერთმანეთთან გადაკიდება, სისხლის ღვრა და რუსოფობიის გავრცელება!..
ანგლოსაქსურმა სამყარომ, მეტწილად საწადელს მიაღწია, გადაკიდა ერთმანეთს საუკონოვანი ისტორიისა და თანაცხოვრების მქონე ერები და ყალბი, ცრუ დემოკრატიული იდეალების თავსმოხვევით, საშვილიშვილოდ გადაამტერა ერთ დროს უძლიერესი სახელმწიფოს შვილები.
________________________________________
განსაკუთრებით მძიმედ წარიმართა ჩვენი ქვეყნის ბედი, რადგან დასავლეთს, ხელში შერჩა ყოვლად გამოუცდელი, პოლიტიკურად ნაკლებად გათვიცნობიერებული, პოლიტიკური ალღოს არ მქონე, მაგრამ ქარიზმატული და მიტინგების კარგი გამძღოლი, კარგი ოჯახის შვილი ზვიად გამსახურდია. რაც რა თქმა უნდა სახელმწიფოს მმართვისთვის საკმარისი არ არის. როგორც სალამური ვერ გაკეთდება რაღაცეებისგან, ისე გამსახურდიასგან ვერ დადგა კეთილგონიერი პოლიტიკოსი და ქვეყნის მმართველი, მესმის ეს ბევრისთვის მძიმე მოსასმენია, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენ სიმართლეს გავუსწოროთ თვალი და შევძლოთ ტაბუირებულ თემებზე ლაპარაკი, არ მოვერიდოთ კრიტიკულ შეფასებებსა და დისკუსიებს!..
ხოლო მას შემდეგ, რაც დასავლეთმა შეატყო გამსახურდიას და მის მთავრობას ყოველივე ის მართვის ხარვეზები, გამოუცდელობა, ექსცენტრიულობა, გადაწყიტა დროულად ემოქმედა და ეს პიროვნება ჩაენაცვლებინა მისი მეორე ხელის ბიჭით და მარიონეტით, ცალსახად უფრო გამოცდილი, ყველაფერზე ხელის მომწერი შევარდნაძით და მოხდა ის რაც, მოხდა, მივიღეთ სისხლიანი სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ადამიანებში ნდობის და რწმენის მოშლა, გაღარიბებული ქვეყანა და უპერსპექტივო ყოფა და მომავალი.
________________________________________
მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვარ "კონსერვატიული მოძრაობის" წევრი და მათი მხარდამჭერი, არის ის, რომ ისინი სრულად იაზრებენ იმ დანაშაულების ტოლფას შეცდომებს, რასაც განზრახ თუ უნებლიედ ჩადიოდა "ეროვნული მოძრაობა", რამაც ქვეყანა მიიყვანა კოლაფსის პირას. ეს ახალგაზრდები პრაგმატულად, ცივი გონებით აფასებენ წარსულს და ასევე ცივი გონებით ცდილობენ ამ ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას!.. ეს არის ის იდეალები, რასაც მე და ათი ათასობით ქართველი, ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ვუჭერთ მხარს - ვიბრძვით ამ იდეოლოგიისა და პოლიტიკის რეალიზებისთვის, გვჯერა ამ ადამიანების და ჩვენი ქვეყნის ნათელი და ძლიერი მომავლის!..
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin