არა, სამწუხაროდ
ფოთის და ბათუმის პორტები გემების 80%-ს უბრალოდ ვერ მიიღებს
ასევე, არ გვაქვს საკმარისი სატერმინალო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა
არ გვაქვს საკმარისი სარკინიგზო ინფრასტრუტურა
რომ რუსეთზე გამავალი ძალიან დიდი ტვირთბრუნვა ჩვენზე გაიაროს
რაღაც ნაწილი ალბათ გავა, მარა ეს ზღვაში წვეთი იქნება, რისი შანსიც გვექნებოდა
ეხლა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ გვქონდეს განვითარებული
მაქსიმალურად ვცდილობ პოლიტ თემებს ამ თემაში არ შევეხო, მარა არის საკითხები, რისი გვერდის ავლაც ვერ მოხდება
ერთ-ერთი მათგანი ანაკლიის პორტია
ოცნება საქართველოს მტერია
თანამედროვე მე-5 კოლონა
რაც რუსეთმა 2008-ში ომით ვერ მიიღო, ქოცების ხელით იღებს ბოლო 9 წელია
ქოცებმა ყველა სტრატეგიულ მიმართულებაზე საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგეს
1. ჯარის და სამხედრო მრეწველობის მიზანმიმართული დაკნინება
2. ანაკლიის პორტის ჩაგდება
3. რუსული მე-5 კოლონის გააქტიურება, რომლებიც ქოცების სატელიტები არიან (ალტ-ინფო, ობიექტივი და ა,შ)
4. საქართველოს თემის აქტუალობის მიზანმიმართული დაკნინება საერთაშორისო არენაზე (არადა ეხლა უკრაინასთან ერტად უნდა განიხილებოდეს საქართველო ყველა ასპექტში)
5. სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს პარტნიორ უკრაინასთან ურთიერთობის განძრახ გაფუჭება
6. ევროკავშირის და ნატოს გზის ბლოკირება(მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლებით, პოლიტიკური დევნით და ა,შ)
და ა.შ
ეს არის საქართველოს მტერი ხელისუფლება, ყველაზე დიდი მტერი სერგო ორჯონიკიძის მერე, დაჟე საბჭოთა პერიოდშიც კი საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება, ცდილობდა რაღაც დონეზე ქართული ინტერესის გატარებას რაც შეეძლოთ(ვასილ მჟავანაძე, შევარდნაძე, პატიაშვილი და ა,შ)
ესენი კი ნუ სიტყვები არ მყოფნის, ორჯონიკიძის პირდაპირი ხაზის გაგრძელებები არიან