Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT

      
ჯგუფი: Members
წერილები: 17696
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
|
#59695131 · 6 Oct 2022, 22:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
19 ს.კავკასიის ისტორიაში ერთერთი ღირშესანიშნავი მოვლენაა კავკასიელთა მასობრივი გასახლება ამ გასახლებას ქართველი მუსლიმებიც ემსხვერპლენ ერეკლე მესხეთის დაბრუნებას და მესხების რექრისტიანიზაციაზე ოცნებობდა რუსეთიც ოღონდ ერეკლე დაეყოლიებინა ხელშეკრულებაზე მესხეთის დაბრუნებას პირდებოდა ვახუშტი მესხებზე წერდა უკეთუ ვინმე მაჰმადიანად მიიდრიკი უწყის დრო დადგება კვლად ქრისტიაბედ იქნებიან შემნანე როსტომ ხანი მესხებს პირობას აძლევდა რომ როდესაც საათაბაგოს ქრისტიანი მეპატრონე გაუჩნდება თქვენი დაბრუნების ხელის შემშლელი არავინ იქნებაო თუმცა მესხეთის დაპყრობის შემდეგ რუსეთმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოში მცხოვრებ მესხებს მესხეთში დაბრუნება აუკრძალა 1500 მეტი მესხი ქრისტიანი აყარა და ქართლში დაასახლა გაასახლა მესხი მუსლიმები შ.ლომსაძის ანგარიშით ომში დახოცილი და გასახლებული მესხების რაოდენობა 60000 იყო ვინმე მესხის ანგარიშით მესხეთი 10-12 ათასმა ოჯახმა დატოვა რუსეთმა მათ მაგივრად სომხები ჩამოასახლა მანამდე თითქმის მთლიანად ქართულ მესხეთში თუმცა მესხები გასახლებას არ შეგუებიან და სამშობლოში დაბრუნების მცდელობები არ შეუწყვეტიათ კერძოდ 1834 წ.17 იანვარს რუსეთ თურქეთის მიერ სადემარკაციო ხაზის გავლების გამო ფოცხოვის,ქვაბლიანის,ჩრდილის,ახალქალაქის სანჯაყების მოსახლეობას მისცეს ვადა 18 თვის ვადაში გაეყიდათ უძრავი ქონება და თურქეთში გადასახლებულიყვნენ მაგრამ სულ სხვა ვითარება შეიქმნა საზღვარს იმდენი მესხი მუსლიმი მოაწყდა მესხეთში ფადაბრუნებლად რომ იძულებული იყვნენ საზღვარი დაეკეტათ,თურქეთს არ აწყიბდა შრომისმოყვარე მეურნე მესხების დაკარგვა ხოლო რუსეთს არასანდო ელემენტის დაბრუნება 1835 წ.ქვაბლიანის სანჯაყს 70 ოჯახი მოადგა ფოცხოვის სანჯაყუდან და დაბრუნება მოითხოვა თუმცა მათ უარი უთხრეს მესხი გლეხობა ამან ვერ გააჩერა მესხები ჩუმად გადმოდიოდნენ საზღვარს და მესხეთში ბრუნდებოდნენ 1836 წ.ორანსკი როზებს წერდა касательно же нашых мусульман даже есле их насильно высылать то теперь некто из них не придёт в турцыю 1838 წ.გოლოვინი ახალციხის დროებითი მმართველობის უფროსს უბრძანებდა არ მიეღო თურქეთიდა დაბრუნებული მესხები თუმცა მესხების დაბრუნება მაინც ხდებოდა,მხოლოდ 1838 წ.მარტიდან აპრილამდე დაბრუნდა 300 მეტი მესხი,ისინი დასახლდნენ სოფლებში ჭალა,ნიალი,ღობიეთი ,ზაზალო,კარტახი,ხუნწა,ყარათუბანი,ხობა,მარელი,ორჭოსანი, უტყუსუბანი,ჩალუსმანი,ზედუვაბი,ვარნეთი,ურაველი და სხვა 1838 წ.მესხების 1000 კაციანი ჯგუფი ჩაქვს მოადგა და მესხეთში დაბრუნება ითხოვა პირობად ისინი გაქრისტიანებას დებდნენ,მთავრიბამ ისინი არ მიიღო აფხაზი მაჰაჯირების ნახევარი 15000 აფხაზეთში დაბრუნდა , ქართველები ასეთი იღბლიანები არ აღნოჩნდნენ , თუმცა მსხების უკან დაბრუნების ძლიერმა მცდელობებმა რუსეთი იძულებული გახადა სომხების საქართველოში ჩასახლება შეეჩერებინა
იგივე გაიმეორა რუსეთმა 1877-78 წ.რუსეთ თურქეთის ომის შემდეგ როცა ადგილობრივ ქართველ მუსლიმებს 3 წლის ვადა მისცა გასასახლებლად შემდეგ ვადა 1882 წ.მედე გადაწია ამის შედეგად თითქმის მთლიანად დაიცალა არტაანი,კოლა,შავშეთი,კლარჯეთი,ლივანა,ტაო,მურღული,,აჭარა,მაჭახელა,ქობულეთი საარქივო ცნობებით ქობულეთის მისახლეობიდან 2000 ადამიანი 500 მდე დარჩა,მახლობელი სოფლები სრულიად დაცარიელდა ,იყო სოფლები სადაც მოსახლეობა სრულიად გაქრა მაგ.კვირიკე ქობულეთში , არსენაული ქედაში,ერეგუნა მურღულში აჭარა ლივანა ქობულეთში არ დარჩა სოფელი საიდანაც 5-10 კომლი არ იყო წასული ხოლო დიდი სოფლებიდან 50-100 კომლი, მაგ.ალამბარიდან 100 კომლი წასულა,ხუცუბნიდან და წყავროკიდან 50-50 , ჩაქვიდან 40,საერთოდ ქობულეთიდან წასულა 7000 კომლი ხოლო აჭარიდან 4000 კომლი,არტაანიდან წასულა 23000 სული , ფოცხოვიდან 3700 სული,ოლთისიდან 10000 სული რუსეთი მათ მაგივრად ასახლებდა სომხებს და ბერძნებს. ტრაპიზონის ბერძენთა კომიტეტის ცნობით პონტოს ოლქში ლაზების გარდა სულ მცირე 53000 ქართველი იყო სხვა ცნობით ქართველებს სამსუნის და თოქათის მაზრებითურთ მოშენებული აქვთ 64 ქალაქი და სოფელი და სულ მცირე 140000 სულს შეადგენენ , გარდა ამისა მოზრდილი რაოდენობა ქართველებისა ცხოვრობს იზმით ადაფაზარის რაიონში ბურსაში და კილიკიაში ალეპოს გზაზე ბერძენ თურქეთის იმის დროს მარტო იზმით ადაფაზარის რაიონიდან 7000 ქართველი მოხალისე ჩაწერილა ჯარში ქართველები ცხოვრობენ ტრაპიზონში,გირესუნში,სამსუნში,სინოპში,ზონგულდაქში,იზმითში, იზნიქში,იზმირში,,ქუთაიაში,ბალიქჰესირში,ადანა,ქონია, ესქიშეჰირში,ადაფაზარში,ბოლუში,ჩორუმში,ამასიაში,თოქატში, უნიაში,ორდუში,ბურსაში,ინეგოკში,დუზჯე,იალოვა,გემლიქში,მეზიფორი,ფაწა,გონენი,ჩუმრა,გულებაში აღსანიშნავია რომ თოქათის რაიონში დღესაც ცხოვრობენ გიორგი სააკაძის მხლებელი ქართველების შთამომავლები
ქართველები თურქეთში 1909 წ.მონაცემით
ტრაპიზონის ვილაიეთში ლაზის გარდა 84500 ქართველია კერასუნტში და ახლო სოფლებში 10000 ორდუში 25000 ფაწაში 30000 ჩარშამბე 500 უწივში 2000 ბაფრაში 3000 სამსუნში 7000 ნიკსარაში 7000 კასტამონიის ვილაიეთში 95000 სინოპში 10000 ისმითის სანჯაყში 25000 ბურსაში 50000
სულ ლაზებიანად 249000 ადმიანი
This post has been edited by Kakha.G on 6 Oct 2022, 22:29
|