ეხლა დავიწყოთ ფრონტის მიმოხილვა და შეპირებული კარგი ამბები
დღეს დეტალურად მინდა შემოგთავაზოთ კონკრეტულ მიმართულებეზე არსებული ვითარება
დავიწყოთ ქალაქი ხარკოვით
ქალაქ ხარკოვთან რუსული არმიის პოზიციები მნიშნელოვნად შესუსტებულია, ქალაქის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერიმერზე, რუსული ნაწილები ძალიან მძიმე დანაკარგების გამო გაყვანილნი არიან საზღვრის პერიმეტრზე მაქსიმუმ 6-8 კმ სიშორეზე(თირითადი ნაწილები კი უკვე რუსეთში დააბრუნეს),თუმცა ამ მიმართულებაზე უკრაინული არტილერია ძალიან ეფექტურად მუშაობს და მალე მანდედანაც მოუწევთ სავარაუდოდ გასვლა ანუ როგორც კიევი-ჩერნიჰივი-სუმში ყოფნამ დაკარგა აზრი თავის დროზე რუსული არმიისათვის(კოლოსალური დანაკარგების გამო), იგივე ხდება ეხლა ქალაქ ხარკოვის შემოგარენშიც
მოკლედ, შეიძლება უკვე თამამად ჩავთვალოთ, რომ ქალაქ ხარკოვის მიმართულებაზეც უკრაინულმა არმიამ მორიგ გამარჯვებას მიაღწია
რუსული არმიის ხარკოვის მიმართულების ანკლავი შეიძლება ითქვას მოგუდულია და მხოლოდ დროის საკითხია მისგან სრული გაწმენდა
ეს არის ამ დროისთვის არსებული ვითარება ქალაქ ხარკოვთან

იზუმი
იზუმის მიმართულებაზე, პირველადი რუსული არმიის წინსვლის შემდეგ, უკრაინის არმიამ შეძლო წარმატებულად მტრის ძალების შეკავება, შემდეგ კი მისი ძალების გამოფიტვა, როგორც ფრონტალურ შეტაკებებში, ასევე ჩასაფრებებითა და საარტილერიო უზუსტესი ცეცხლით
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსული არმიის შეტევითი პოტენციალი ამ მიმარულებაზე ამოწურულია, რუსული არმია გადავიდა თავდაცვით რეჟიმზე
ამის შემდეგ კი უკრაინის არმიის 72-ე მექანიზიებულმა ბრიგადამ დაიწყო კონტრშეტევა იზუმის დასავლეთ ფლანგიდან, პროტოპოპივკადან მოხდა მდინარეზე ხიდების გადება და დაახლოეით 2 500 სამხედროს გადასხმა, რის შემდეგაც დაიწყო შეტევა
კონტრშეტევის შედეგად აღებულია დასახლებული პუნქტი რუდნევე, ეხლა კი უმძიმესი ბრძოლებია სპივაკივკასთან
იმ შემთხვევაში თუ უკრაინელებმა წარმატებით განავითარეს კონტრშეტევა, იზუმს მიადგებიან დასავლეთიდან, მოახდენენ მომარაგების არხების სრულ ბლოკირებას და რუსულ არმიას დარჩება ერთადერთი გზა, სრულად დაიხიოს უკან ამ მიმართულებიდანაც
ქალაქ ხარკოვის ჩრდილოეთ პერიმეტრის სრული გაწმენდის შემდეგ კი სავარაუდოდ იქ არსებული უკრაინული ნაწილები შეტევას დაიწყებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით და სტარი სალტივიდან ვოვჩანსკის მიმართულებით
საბოლოო ჯამში კი შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისათვის იზუმის მიმართულება სრულიად დასტაბილიზირებულია, ინიციატივა მთლიანად უკრაინული არმიის ხელშია და რუსული არმიის შემდეგ მარცხს სწპრედ ამ მიმართულებაზე ველი
სავარაუდოდ უახლოეს 2-3 კვირაში, რუსეთის არმია მივა იმ ეტაპამდე, როდესაც იძულებული იქნება ქალაქ ხარკოვზე უარის თქმის შემდეგ, იზუმის მიმართულებიდანაც დაიწყოს სრული უკან დახევა
იზუმთან არსებული ვითარება

შემდეგი კარგი ამბები რუბიჟნე-ზაპოროჟიედან დეტალურად შემდეგ პოსტში
This post has been edited by DIDGORI-GEO on 9 May 2022, 15:55