ერთ ორ მოსაზრებას ჩავაკვეხებ აგენტებზე გლეხი კაცისგან შეიძლება დიდად მცდარიც იყოს . ნამდვილად არ ვარ სპეცსამსახურების მუშაობის სპეციალისტი და ამიტომ მეპატიება.
რაც შეეხება აგენტების უკრაინის ხელისუფლებაში. ეხლა მართლა გჯერათ რო ისინი იქ არ არიან?
ისე დიდი ხანია ვუყურებ კვარტალ 85-ის სკეტჩებს და ხშირად იყო ზელენსკისთან ინტერვიუები, მის გუნდთან ჯერ კიდევ არტისტი რო იყო და არც ფიქრობდა პრეზიდენტად მოსვლაზე.
ნუ შთაბეჭდილება დატოვა რომ არის ჭკვიანი ადამიანი, მეგობრების ერთგული, ბუნებით არაღორი ბიზნესმენი და საკმაოდ პრინციპული.
მთელი გზა გაიარა ბავშობის და ახლაგაზრდობის მეგობრებთან ერთად, როდესაც შესთავაზეს კავეენის მაფიოზებმა გუნდის მიტოვება და გადაბარგება მოსკოვში, პირიქით მიატოვა ეგ კავეენი და კვარტალი გააკეთა. არ მიატოვა არც მეგობრები და არც პრინციპები. თუმცა ნამდვილად დიდ რისკზე წავიდა საკუთარი კარიერის თვალსაზრისით. სკეტჩებშიც ჩანს როგორ იზრდება ეგ კაცი. ნამდვილად არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ინდობდა და ლაპარაკობდა იმას რაც უკრაინელების 90% გულში ედო. უკრაინელების სათქმელს ამბობდა. არის თავის ქვეყნის პატრიოტი.
მასაც როგორც სხვა უკრაინელებს ბევრი რამის შეცვლა უნდოდა, ყავდა ძალიან ერთგული და პროფესიონალური გუნდი, რომელიც ერთი ოჯახი იყო (არიან დღემდეც). ამიტომ მისი პოპულარობა არაა გასაკვირი . სერიალი როდესაც გაკეთდა სადაც უკრაინელების სათქმელს ამბობდა და აჩვენებდა , მისი პოპულარობა უკვე მთელ უკრაინაზე გავიდა. ამ სერიალმა მნიშნელოვანი როლი ითამაშა შემდგომ. ამიტომაც როდესაც დააყენა თავი პრეზიდენტობაზე თან ისეთი პრეზიდენტის წინააღმდეგ როგორიც პოროშენკოა დარწმუნებული ვიყავი რო მოიგებდა. და ტიპმა მოიგო არჩევნები ისე რომ პარტია არჩევნების წინ ჩამოაყალიბა და ძალიან ბევრ ქალაქში თუ რეგიონში წარმომადგენლებიც არ ყავდა .
მაგრამ აქედან იწყება პრობლემები.
ზელენსკი შევიდა სფეროშ რომელშიც გამოცდილება არც მას და არც მის გუნდს არ ქონდა. ესაა სახელმწიფოს მართვა (ურთიერთობა ბიუროკრატიასთან) და უკრაინის პოლიტიკური სივრცე. ერთია როდესაც გარედან აკრიტიკებ და ჩანს , მეორეა ის გამოცდილება რომელსაც ადამიანი რებულობს შიგბით ყოფნით სადაც ხდება გარჯვეული კავშრების ცამოყალიბება, ხალხის ცოდნა დ აასე შემდეგ.
ნუ უიზიკა კი კაი ტიპია, მეგობარი, კავეებშც ჯიგარი, მაგრამ რანაირი დეპუტატი გამოვა ეხლა უზიკასგან ან ჩინოვნიკი ხო გასაგებია არა.
ამიტომ ზელიას მაგრა აკლდა ხალხი რომლევიც იყვნენ ჭკვიანები და მართვის უნარი ქონდათ. ასეა თუ ისე ზელიას მაინც მოუწია ძველ კადრებზე დაყრდნობა სადაც როგორც ამბობენ ძლომად რუსებზე მომუშავე ტიპებიც გახლდნენ.
როდესაც ასეთი ადამიანი ჩნდება პოლიტიკურ სივრცეში ის აუცილებლად ექცევა დაინტერესებული ქვეყნის სპეცსამსახურების ყურადრების ქვეშ/
ამიტომ მცდელობა რომ მის გუნდში თავისი ხალხი ყავდეთ ან ის ადამიანი მაინც რომელთანაც არაფორმალური ურთიერთობა შეეძლებათ არაფერი გასაკვირი არაა.
ერმაკს ყველა ახასიათებს როგორც ჭკვიან ადმიანს, ასევე ხშირად ამბობენ რომ ერთადერთია რომელსაც მართლა შეუძლია მუშაობა და მართვა.
მაგრან ბოლოს ყველა ამბობდა რომ უზარმაზარი კონცენტრაცია მოახდინა ძალაუფლების ხელშიო და მეორე კაცი კი არა ხშირად ეჩვენებათ რომ პრეზიდენტს პირველობას ეცილება. საკადრო პოლიტიკა მისია და ბევრი რამ. ძალიან დიდი გავლენა აქვს ზელენსკიზე.
ძალიან ბევრიც აღნიშნავს რომ ერმაკის მოღვაწეობამ და სკანდალებმა უდიდესი ზიანი მიაყენა ზელენსკის პოპულარობას .ომამდე თუ არ ვცდბეი 87% ცამოსული იყო 30 % მდე.
ბევრი გადაწყვეტილება რომელიც ზელენსკიმ მიიღო ერმაკის რჩევით ან ერმაკი მონაწილეობდა საკითხის მოგვარებაში პირიქით უკუეფექტი შექმნა .
რამდენადაც მახსოვს ტრამპ-ბაიდენი არჩევის დროს საქმე რო გაიხსნა ბაიდენის შვილზე კორუფციის ამბავში ნუ ეგ ერმაკის პონტი იყოო. . იგივე ვაგნერელების საქმე და ასე შემდეგ . იქით კორუფციის ფაქტები. მოკლედ მის მიმართ ძალიან დიდი ანტაგონისტური განწყობაა უკრაინაში და ასეთი ეჭვები ჰაერიდან არ მოდის.
თუმცა ყველაზე მეტი დაწოლა ამ მიმართულებით ასევე არანაკლებ საინტერესო პოსტის მქონე დემჩენკოზე. დემჩენკო უშიშროების საბჭოს მოადგილეა მგონი, რომელიც კურირებს დაზვრევა კონტრდაზვერვას. კაგებეს სკოლა აქვს დამთავრებული მაგას და მის მეუღლეს მოსკოვშიიო თუმცა ოფიციალურ ბიოგრაფიაში ამას ვერ ნახავო, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით რაც მაგი დაინიშნა იმ წლიდან რამოდენიმე სერიოზული ოპერაცია ჩაგვივარდაო.
შემდეგ ჟურნალისტმა ბუტუსოვმა დაიწყო გამოძება (აი ის სიუეტებს რო ვხედავთ ფრონტის ხაზიდან) და მაგრა მიაწვა მაგ თემას.
აღმოჩნდა რომ ეგ დემჩენკო ვიღაცას ამოუღია სიიდან , რომელის წევრბიც უნდა გაეტარებინათ შემოწმებაზე სპეცსამსახურებთან შესაძ₾ო კავშირების შესახებ დ ამის მერეა დანიშნული მაგ თანამდებობაზე. მოკლედ იქით დაიწყეს ამ ბუტუსოვზე საქმის წამოება პროკურატურამ.
ომის დაწყებიდან და იმან რაც მოხდა სამხრეთში ბევრი ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. ნუ ხიდები ცალკე , სამხრეთში სბეუს გარკვეული ჩინოვნიკების საქციელი, ცალკე მორპეხების სიების გადაცემა და ასე შემდეგ.
ეხლა არიან ან არ არიან ეს ხალხი ვინმეს გავლენის თუ პირდაპირი აგენტი მაგი იქ ვერ დაუდგენიათ, არც დადგენაა ადვილი და ეხლა აქედან რამის 100% მტკიცება ნუ რავი რა. ეს უკვე პირადი რწმენის ამბავია.
მაგრამ!
როდესაც რეალურად ომის წინ რამოდენიმე წელი ამ ხალხზე უკრაინის საზოგადოების მხრიდან არსებობს ასეთი დიდი ეჭვი , რაც უფრო მძაფრდება ომში მიმდინარე მოვლენებით და ფაქტებით, გასაკვირია რომ დღემდე ინარჩუნებენ ასეთ საკვანძო თანამდებობებს.
ესაა და ეს.
თორე სამწუხაროდ არც 100% აგენტები აკლია უკრაინას ყველა დონეზე. მართლა მთელი ფული კი არ შეუჭამია კაცო იმ სულძაღლ კაგებეშნიკ ,რაცხა დაუხარჯია კიდევაც ეტყობა.

P.s
რაც შეეხება შვეც, არესტოვიჩს, ის პიტნიკოვსკი ატუ ვინცა ამოხუცი როა, ილარიონოვი და ასე შემდეგ. ნუ ინფორმაციას გაეცნო , მოუსმინო მაგრამ არ ნიშნავს რომ სიმართლეა ან ზუსტად ასახვს რამეს, ყველა ამ ბლოგერის უკან დგას გარკვეული ჯგუფის ინტერესი ან პირადი ინტერესი, ან პირადი ხედვა. მეტი არაფერი და საბოლოო ჭეშმარიტებად მიღება ნამდვილად არ იქნება სწორი.
ზოგი აღმა აწვება ზოგი დაბლა
This post has been edited by მაოძედუნი on 27 May 2022, 12:45