ამას ვწერ ამდენი ხანია...

არ ვიცი რამ გამოჟონა გერმანიის პოლიტიკური წრეებიდან, გარკვეულწილად ალბათ ეგრეც არის, მაგრამ მთავარი ის არის რომ ღორისტანი ცდილობს გაყინოს კონფლიქტი, გააჩეროს ომი და დაიწყოს ვაჭრობა სანქციების მოხსნაზე, ახალ სტატუს-კვოზეც.
იმედია ეს არ გამოვა. მარტივი არ იქნება, მაგრამ ღორები ამას ცდილობენ. იმედიანად მენიშნა ჯო ბაიდენის განცხადება რომ ამერიკა არ უკარნახებს უკრაინას როდის მორჩეს ომი ან რა დათმოსო, პირიქით, მოვიქცევით როგორც უკრაინა გვიკარნახებს და წლები დავეხმარებითო. ეს კარგის ნიშანია.
ღორებს უნდათ კონფლიქტის გაყინვა, მაგრამ ვერ მივიდნენ იმ ნიშნულზე რომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადონ, არანაირად არ გამოდის დონბასის აღების გარეშე. დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე თუ ღორისტანი ვერ გავიდა, დიდი და შეუქცევადი პროცესები დაიწყება ხუილოსტანში, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამას და ოთხ ქალაქზე კიდია დონბასის და მთელი ომის ბედი: სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, სლავიანსკი და კრამატორსკი.
მეორეს მხრივ ღორეთის მოცემული ხელისუფლება და საერთოდ პოსტ-ელცინისეული პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს ვერ აღიარებს უკრაინასთან ომში მარცხს, მათთვის დონბასი უფროა ღორისტანის ნაწილი თუ სატელიტი, ვიდრე გაეროს მიერ ოფიციალურად ხუილოსტანის საზღვრებში აღიარებული - ჩეჩნეთი.
დონბასის ვერ აღება ხუილოსტანის დასასრულის დასაწყისია.
უკრაინა თუ გავიდა 24 თებერვლის საზღვრებზე - პირდაპირ დასასრული.
და კი, ძალიან მატულობს რისკი რომ აგონიაში მყოფი ხუილო გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს (ტაქტიკურ ბირთვულს ან ქიმიურს).
ძალიან დიდი რაღაც ხდება პოლიტიკურად, ამ ბრძოლაში ღორების მარცხი სახის შენარჩუნების გარეშე ნიშნავს: ხუილოს ხელისუფლების ჩამოშლას, სსრკ აღდგენის იდეოლოგიის დასამარებას, რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური შესაძლებლობების განახევრებას, ბოლო 30 წლის პოლიტიკური დივიდენდების განადგურებას და საკმაოდ დიდ ეკონომიკურ კრიზისს შედეგის გარეშე, კონკრეტული შედეგის გარეშე.
იმისთვის რომ ხუილომ ბირთვული/ქიმიური იარაღი არ გამოიყენოს და თან არც დონბასი დაეცეს, აუცილებელია ომი გაიწელოს, სხვა გზა სამწუხაროდ არ არის, ომი გაიწელოს და ნელ-ნელა მოირყეს ხუილოს რეჟიმი, დაიწყოს არეულობა ღორისტანში, ქაოსი, არ არის სავალდებულო მხოლოდ ლიბერალური ან დემოკრატიული ძალები დაუპირისპირდეს ხუილოს, ყველა ძალა უნდა დაუპირისპირდეს, გირკინიც, სხვა ნაციონალისტებიც, კომუნისტებიც, ქაოსში უნდა ჩაიძიროს ღორისტანი და სახელისუფლებო ფუნქცია მოიშალოს, რომლის შემდეგ უკვე ვეღარ მოხდება ძალის კონცენტრაცია, ბირთვული იარაღის გამოყენება და ა.შ. ეს არის მხოლოდ ვარიანტი რომ უკრაინამ სრულად აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)