#59312726 · 13 Jun 2022, 12:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
merkuriela
QUOTE | რატომ მხოლოდ ქართველი, ქურდული იდეოლოგია სხვა ერში არ არის? |
არის, მაგრამ არა იმ რაოდენობით და არა იმ სიღრმისეულობით. იქ ეგ იყო ცალკე "სუბკულტურა", "ცხოვრების წესი", რომელიც ეხება "იდეურ" კრიმინალს და ასევე ციხეებს. იქ შენ ვინმე ინჟინერს, დურგალს ან ექიმს რომ ჰკითხო, თავანი ვის უნდა ჩაუტანო თუ წააგე ან მოპარული როგორ უნდა გაიყოს, ვერც კი მიხვდება, თუ რაზეა საერთოდ საუბარი. ხოლო საქართველოში ეგ თითქმის ეროვნული იდეის დონეზე იყო - ექიმიც საქმის კურსში იყო, ინჟინერიც, ზეინკალიც და შოფერიც. ახალგაზრდას რომ ჰკითხო, "დამკომი" რა იყო ან შინდისის გმირები ვინ იყვნენ, გარტყმაში არ არიან, ხოლო ვინმე "ჟორა როსტოსვსკის" ბიოგრაფია ზუსტად იციან და უპირიბო ავტორიტეტად თვლიან. განსხვავებას ხედავ და საერთოდ - კატასტროფის დონეს ?
QUOTE | მაგ. რუსეთში. კავკასიის ხალხებში. |
მაგალითად, ჩეჩნებში სულ ერთი ქურდი იყო (მგონი ჰუსეინი ერქვა). დაღესტანშიც ალბათ თითო-ოროლა. არც ჩერქეზი, ყაბარდოელი ან ბალყარელი არ გამიგია. რუსები რა თქმა უნდა არიან, მაგრამ მთლიან ერთან შედარებით პატარა რიცხვია და თან როგორც ზემოთ დავწერე, უბრალო სოციუმს ეგენი არ ეხებიან. ახლა კიდევ ქართველები და საქართველოში დაბადებულ-გაზრდილები დაითვალე.
--------------------
Was mich nicht umbringt, macht mich stärker.
|