დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი - კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს
29.06.2022 / 15:49
...
ამისათვის
შემოიტანეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც. ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული, ქვეყანა ნადგურდება, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება და ასეთ დროს, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის, ბუნებრივია, მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება. იგივე ეხება მოლდოვას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, ასეულობით ათას უკრაინელ ლტოლვილს იფარებს და უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა
დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო.
კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი
შეაყოფინეს.
...
მოკლევადიანი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გათვლილი. ცნობილი რეზოლუციით და ევროპარლამენტარების განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას უმძიმესი შეურაცხყოფა
მიაყენეს და ხალხში ემოციური ფონის შექმნას ამით შეეცადნენ. თუმცა, მოკლევადიანი სცენარი ჩავარდა და პირველ ცდაზე რევოლუცია არ შედგა.
მეორე სცენარი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არის გათვლილი. კანდიდატობაზე
უარის თქმით, შექმნეს გარკვეული ემოციური ფონი, რასაც,
მათი გათვლით, უნდა მოყვეს იმ ე.წ. რეფორმების თავს მოხვევა, რომელთა ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქართული სასამართლოს მისაკუთრებაა.
...
იმავე გალერს ისიც
ათქმევინესუსამშობლო და უღმერთო ადამიანები კი იმიტომ
უნდათ, რომ ისინი ნებისმიერ დავალებაზე მოაწერენ ხელს.
ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად
სჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად
განიხილავენ. კარგად ესმით, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი გაიმეტებს ქვეყანას და ხალხს საბედისწერო ომისთვის და არც ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ,
ხელისუფლებაში სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ. სწორედ ასეთები არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული ენჯეოების ლიდერები თუ სატელევიზიო სახეები“,- აღნიშნულია განცხადებაში.
https://www.interpressnews.ge/ka/article/71...avi-sheaqopinesარა რა, ზოგი რომ ამბობდა, საპარლამენტი ალტ-ინფო შეიქმნაო. ალტ-ინფო ამათთან შედარებით წვრილფეხობაა. ამათ ჟირინოვსკი წამოუდგათ საფლავში პატივისცემის ნიშნად და ტაშს უკრავს.
ამ სამეულმა არათუ საზიზღარ ნაცებს, არათუ საძაგელ სარახამიასა და უკრაინას, არამედ დასავლეთს დაადო ხელი. თურმე ის მტრობს საქართველოს და იმას უნდა ჩვენი ომში ჩათრევა. დიახ, კოლექტიური დასავლეთი ყოფილა საქართველოს მტერი, რომლის მიზანი ქვეყნის ომში ჩათრევა და მისი განადგურებაა.
გასაგებია, რომ ოცნება ოფიციალურად ამას ვერ იტყოდა. ჯერ ვითომ არაოფიციალურად თქვეს. შეხედავენ რეაქციებს.
რუსეთის მომხრე ზომბები უკვე საკმარისი რაოდენობით გამოიზარდნენ საქართველოში თუ ჯერ კიდევ მოსამატებელი კონცენტრაცია? აინტერესებთ შედეგები ზოგ სამსახურებში.
რუსეთი უნდა დაინგრეს.