#59443373 · 24 Jul 2022, 14:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Frankens†ein
| QUOTE | დამსახურებული სიძულვილია, როცა პირადად არ შეგხებიან. პირადად თუ შეგეხნენ, უკვე სუბიექტური ხარ...
|
არ არის მასე. სხვა ამბავია, რომ გრუზიაში მასეა მიღებული. იმიტომ ვამბობ, მანამ საკუთარი ბიძაშვილის ციხეში ჩაყუდებას არ ისწავლის ქართველი, მუდამ გრუზინად დარჩება და მუდამ იმ ჭაობში იცხოვრებს, დრეს რომ საქართველო ჰქვია. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თუ მამაშენი იპარავს, ნაცებმა ჩააყუდეს და შენ ნაცებს აგინებ, ე.ი. გრუზინი ხარ და სუბიექტური. თუ არ იპარავს, ჩააყუდეს და ნაცებს აქებ, მაშინაც გრუზინი ხარ და სუბიექტური. თუ ორივე შემთხვევაში პირიქით აკეთებ, ე.ი. არ ხარ გრუზინი და ობიექტური ხარ. ახლა კიდევ ერთი ქართველი დამანახე, თავის მამის სამართლიანად ჩამყუდებელს რომ აქებდეს. თუ არის მასეთი, ე.ი. მთლად არ წასულა საქართველოს საქმე და რაღაც შანსი არის.
| QUOTE | მაგრამ დაბეჩავებული ხალხისთვის თავისუფლება მეორე პლანზეა გადასული. სტაბილურობა, უსაფრთხოება, მატერიალური კეთილდღეობაა მთავარი, რის გასაუმჯობესებლადაც თავისუფლებაზე უარის თქმისთვისაც არიან მზად...
|
გაგიკვირდება და ჩემთვის პირად თავისუფლებაზე მაღლა არაფერი არ დგას. უამრავი რამ დავკარგე ცხოვრებაში მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლება არ შემეზღუდოს. მაგრამ მეორე მხრივ, მესმის, რომ არის ისეთი ფასეულობები, რომლებიც ჩემს პირად ეგოიზმზე მაღლა დგას.
--------------------
Was mich nicht umbringt, macht mich stärker.
|