#59593436 · 8 Sep 2022, 05:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Wildwesthero
| QUOTE | | ანუ რეალურად ამბობ რომ სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი - ოღონდ უკუღმა ხო? |
აი ზუსტად მაგ და მაგდაგვარი ურაპატრიოტული რაღაცეებით გვიქონავენ ტვინს უბრალო ხალხს საქართველოშიც, რუსეთშიც და სხვა განუვითარებელ ქვეყნებშიც საიმისოდ რომ როგორმე ჩვენი სიცოცხლე ძაღლად არ ჩავაგდოთ და რომელიმე თითიდან გამოწოვილი ეწ "დიადი" იდეის გამო უტვინოდ მზად რომ ვიყოთ თავის შეკვლისთვის მაშინ როცა ვინც მოგვიწოდებს ხოლმე მასეთ ურაპატრიოტულ სირობებს რატომღაც ჰოი საოცრებავ და არც ტყვია ხვდებათ, არც ოჯახის წევრები ეღუპებათ და არც ლტოლვილად რჩებიან ხოლმე მათხოვრად სადმე გადაგდებულები, აგერ 7 თვეა ომი მიდის და განა რამდენი მაღალჩინოსანი მოკლეს ან უსახლკაროდ დატოვეს რა უკრაინაში და რა რუსეთში ? ერთი დუგინის შვილი აფეთქდა ჭ კლასის ფიგურა და ოჰჰჰჰ ესსს რა მომხდარა თურმე და ამდროს ორივე მხრიდან 100,000+ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე და სამხედროები არიან ჯამურად + მილიონობით გამათხოვრებული და გადაყრილი ლტოლვილები ევროპაში. "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი"-ს პერიოდში მეფეები და დიდგვაროვნები იბრძოდნენ და ეხლა კიდე ნახირს მიერეკებიან და თვითონ და თავიანთი ოჯახები კიდე შოკოლადში ყავთ თუ არადა მოდი ჩამოთვალე რამდენი უკრაინელი და რუსი მაღალჩინოსანი შეიწირა ამ ომმა გისმენ.
Saturnus
| QUOTE | | გადასარევად ვწვდებით ყველა დამიჯერე რის თქმასაც ცდილობ და რის შემოპარებასაც. არაფერი სხვა თემა არ არის ჩემი ჩამონათვალი. |
რას წვდებით და რას იგებთ ნუ მაცინებ ძალიან გთხოვ  )) მინიმუმ იმას მაინც უნდა ხვდებოდეთ რომ რუსეთუმე არ ვარ მართლა რაიმეს რომ ხვდებოდეთ. | QUOTE | | მაგიტო ხარ გულუბრყვილო, რომ გგონია მაგ ტერიტორიების დაკარგვა შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა |
სომხეთს, ყაზახეთს, ტაჯიკეთს და ასე შემდეგ რატომ არ დააგლიჯა გვერდები არ დაფიქრებულხარ ? მაგრამ ეხლა ისევ იქამდე მიხვალ რომ რას ქვია რუსეთის ინტერესები როგორ უნდა გავითვალისწინოთ თავისუფალმა ქვეყანამო  | QUOTE | მართლა არ აქვს უკრაინის დანაკარგებზე შენგან ლაპარაკს აზრი, ყველა ვხვდებით ისედაც რამდენად შეგტკივა გული მაგათზე.
|
სუფთა ადამიანურად მეცოდებიან მაგრამ 7 თვეში უკვე სირიიზაციის ეფექტი ეძლევა ამ ყველაფერს და არა მარტო ჩემში, მოდი გულზე ხელი დაიდეთ და თქვით რომ ეგ ეგრე არ არის.
| QUOTE | | თვითონ ვერ მიხვდა და შენ აუხსნი და გააგებინებ? |
ხოდა რომ ვერ მიხვდა და რომ ვერ ხვდება უნდა ეცადო რომ აუხსნა და გააგებინო და არა წიხლი ჩააზილო პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით.
| QUOTE | | და მერე? დაეტიონ საკუთარ მიწაზე და აღარ შეხედავს არავინ როგორც მტრებს ისე. ღორები და ძაღლები რომ არიან მაგის ბრალია ყველა ცუდად რომ უყურებს. !!!დღესვე შეუძლია პუტინს ომის გაჩერება!!! |
ხოდა ვინც არის პუტინი და რაც არის ეგ უნდა აუხსნან რიგით რუსებს ჩემი აზრით დანარჩენმა მსოფლიომ და არა წიხლი მიაჭირონ და მაქსიმალურად დაპრესონ რადგან პრესვა და წიხლები უარეს გაბოროტებას იწვევს და + პუტინზე უფრო მეტ მიმხრობას ევროპაზე გაბრაზებულობის გამო, აი როგორც კი სანქციებზე გამოაცხადეს თავიდანვე და რიგითი რუსების გატისკვაზე ევროპელებმა ეგრევე ვთქვი რომ ეგ პუტინს აუწევს რეიტინგს საგრძნობლადთქო (ფორუმზე არ მითქვამს) და მასეც მოხდა რა არა ? ეხლა მოდი გამოყარონ რუსები ევროპიდან და შენ მერე ნახე კიდე რიგითი რუსების გაბოროტების ახალი ტალღა და პუტინზე მიმხრობა... შეიძლება ბიდლოში ენთუზიაზმიც კი აწიონ უკრაინის წინააღმდეგ საომრად გასალაშქრებლად ევროპელებმა მაგ ქმედებით თუ მასე იზავენ რადგან ბევრი სამუშაოდ წასული და უკან ნულზე დამჯდარი გაბოროტებული ტიპი ძაანაც შეიძლება ჩაეწეროს 2 კაპიკის გამო არმიაში და წავიდეს ხორცად ფრონტზე.
ნუ კარგი ხო ვთქვათ 5 დღის მაგივრად 3 კვირა გავქაჩეთ, აზრი თუ შედეგი მაინც ერთი იქნება და თან უზარმაზარი ნგრევის და დანაკარგების ფონზე? არანაირი და იმ დონემდე კიდე ესე ნაბიჯ ნაბიჯ განვითარებას არ გვაცლის რომ შემოტევა აღარ უღირდეს. ეს უკანასკნელი ჩემი სიტყვები არ არის, თავად აქვთ ნათქვამი არაერთხელ ტელევიზიით.
| QUOTE | | მონდომება შენ თუ არ გექნა არავინ მოგეხმარება ზოგადად არასდროს. სული თუ არ გექნა და მონობას თუ აირჩევ დარჩები მუდმივად მონად. |
განწირულ და აბსოლიტურად უშანსო ომში ჩაბმა ან პროვოცირება არის ბოროტება და სიბრიყვე ერთად აღებული, ჩვენს შემთხვევაში სამწუხაროდ ორი გზის გარდა მესამეს უბრალოდ ვერ ვხედავ, პირველი გზა არის ის რომ უბრალოდ ნატომ მიგვიღოს და განალაგოს ბაზები ოღონდ ეგ უნდა იქნას გაკეთებული რაც შეიძლება სწრაფ ტემპში როცა/თუ მაგას გადაწყვეტენ ან არადა მეორე ვარიანტი ის არის რომ რუსეთის წითელი ხაზები არ გადავკვეთოთ და ვილოცოთ რომ ბოლომდე არ ჩაგვყლაპოს + დაველოდოთ მათ აზრზე მოსვლას წლების მერე რადგან ოდესმე რუსეთიც განიწმინდება ამ შავბნელი მიდგომებისგან, ბოლოს და ბოლოს ფაშისტური გერმანია გამოსწორდა რომელიც ამათზე უარესი იყო.
| QUOTE | | ვითომ ძაან რაციონალური პოსტები რო გაქვს, 1 პოსტი მაინც დაგიწერია მთელი ომის განმავლობაში სადაც რუსეთის რამე დანაკარგი გაგეხარდა? |
მანამ სანამ ეს ომი ბოლომდე არ დამთავრდება და წერტილი არ დაესმება ვერ ვიზეიმებ ვერც ერთი მხარის დანაკარგებით მათ შორის ვერც რუსეთის და რატომ იცი ? იმიტომ რომ ვფიქრობ რომ თუ ძაან დედა ეტირათ შეიძლება იქ სადაც იმდენი რამე იკადრეს იქ ბირთვული დარტყმაც კი იკადრონ თუ ძალიან მიიმწყვდევენ კუთხეში და ეგ რას ნიშნავს კიდე hiroshima and nagasaki დაგუგლე და ნახე რამდენი ადამიანი დახოცა ბირთვულმა დარტყმამ ^^ ის რომ მერე რუსეთსაც მოჭიმავენ არ და ვერ გადაფარავს იმას თუ ბირთვული დარტყმა იკადრეს რადგან ეს 7 თვე შეიძლება მონაგონი იყოს იმის ფონზე პოტენციურად რაც შეიძლება რომ დაატრიალონ თუ მაგ დონემდე მივიდნენ.
| QUOTE | | მალმალე იმეორებ რო თურმე რუსეთის მხარეს არ ხარ მარა საერთოდ სხვა რამეს აჩვენებს ყველა შენი პოსტი პირდაპირ ან შეფარულად |
მისმინე, თუ ვიტყვი რომ დიდი ნიანგი საშიშია და ვერ მოვერევი ცარიელი ხელებითთქო ნიანგის მხარეს ვიქნები ?  მაგას მეუბნებით არც მეტს და არც ნაკლებს. პ.ს აბა დილა მშვიდობისა, გავე ^^
--------------------
Electronic Sports League
|