REIDI
ვაახ, შენ პოსტებს რომ ვკითხულობ, მგონია სი-ენ-ენიდან აკოპირებ დემების პროპაგანდისტების აზრებს
საიდან მოგაქვს ეს ღრმად პროპაგანდისტული ციფრები და ინფორმაცია?
ეხლა არის 211 - 204 წინააღმდეგ რესპების სასარგებლოდ ჰაუსში
დარჩა 20 ადგილი და მანდედან 10-ში რესპები ლიდერობენ, 10-ში დემოკრატები, თუმცა 2-ში სადაც დემოკრატები ლიდერობენ (ალიასკა და მეინი) სავარაუდოდ მეორე ტურები იქნება
ანუ რესპებს პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ უმრავლესობა, თუმცა დემოკრატების ამაზრზენი ქცევებით და საარჩევნო მაქინაციებით(კონგრესის არჩევნები სწორედ მათ შტატებშია ეხლა გაჭედილი და თან მაგალითად კალიფორნიაში იმ ოლქების დათვლას წელავენ, სადაც რესპები ლიდერობენ)
ეხლა რაც შეეხება ნიუ-იორკს, აზრზე არ ხარ საერთოდ რა ხდება მანდ
რაის სუსტი კანდიდატი წარადგინეს დემებმა, მოქმედი გუბერნატორი იყო და ავტომატურად დადგა მისი კანდიდატურა
მის მხარდასაჭერად ობამა-ჰარისი და ბაიდენიც ჩამოვიდა კამპანიაში
4-ჯერ მეტი დახარჯეს დემებმა და ღმად დემოკრატების შტატი(მინიმუმ 15% წინ იყვნენ ხოლმე და ბაიდენმა მაგალითად 20%-ით მოიგო) ძლივს მოიგეს 5%-იანი სხვაობით
კიდევ ერთხელ გიმეორებ, საერთოდ ვერ ერკვევი წინა საარჩევნოდ რა ხდებოდა რესპების შიგნით
თავად პარტიამ მხარი დაუჭირა ტრამპის კანდიდარებიდან მხოლოდ ოჰაიოში ვენსს და დიდი სხვაობით მოიგეს ოჰაიო
არც პენსილვანიაში, არც არიზონაში, არც ნევადასა და არც ჯორჯიაში მაკკონელს არ გაუკეთებია ენდორსმენთი და არც ფული ჩაუდია კამპანიაში პრაქტიკულად
ყველგან დემოკრატებმა დახარჯეს მინიმუმ 3-ჯერ მეტი და ძლივს მოიგეს 1-2%-იანი სხვაობით, ისიც ტრამპის წინააღმდეგ თან
სადაც არატრამპისტი კანდიდატი იყო, ყველგან გახიეს რესპებმა დემოკრატები
მათ შორის რამდენიმე დემოკრატ შტარშიც კი
ეს არჩევნები იყო იდეალური ნამდვილი (ქორი ან ცენტრისტი) რესპებისთვის
1. არჩევნები მაინც მოიგეს(მიუხედავად ტრამპის ფაქტორის და დემების მიერ გაცილებით დიდი ფულის ჩადების) ანუ ეს ანახებს რამხელა კრიზისშია დემოკრატები და რა მარტივია მათი დამარცხება(ტრამპის თემის გარდა სასაუბრო არ აქვთ)
2. ტრამპის წონა შემცირდა პარტიაში და ამ ფონზე დესანტისმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა
ეს იყო სწორედ ქორების და ცენტრისტების მიზანი
თუ ვინმეს ცუდად აქვთ საქმე ამ არჩევნების მერე არის დემოკრატები და ტრამპი
kaiser Sozeსენატში ისე დაჯდა, როგორც მაკკონელი ვარაუდობდა (გაეცანი მის წინასაარჩევნო ვარაუდებს)
სენატის 35 ადგილიდან, 20 რესპებმა მოიგეს, 14 დემებმა და 1 ჯერ გაურკვეველია
კონგრესი მოიგეს რესპებმა (სერიოზულ ბერკეტს იგდებენ ხელში, დემებზე მარწუხის კიდევ უფრო მოსაჭერად)
გუბერნატორების უმეტესობა მოიგეს რესპებმა (დემოკრატებმა დაიბრუნეს მხოლოდ ღრმად დემოკრატიული შტატები მერილენდი და მასაჩუსეტსი), სამაგიეროდ წააგეს ასევე ტრადიციულად დემოკრატების შტატი ნიუ-ჰემპშირი და დაკარგეს ნევადა. არიზონა ჯერ გაურკვეველია
არჩევნები წავიდა პარტიის ლიდერის, მაკკონელის სცენარით (ასევე ქორების და ცენტრისტების)
არჩევნები მოგებულია(მიუხედავად ტრამპის ფაქტორის და დემების დიდი ფულის ჩაყრის) და ამასთანავე ტრამპსაც დიდი დარტყმა მიადგა
ამას რომ ვერ ხვდები, იმიტომ "ზეიმობთ" წაგებულ არჩევნებს დემების მომხრეები და გგონიათ კარგია რაც მოხდა თქვენთვის (თურმე 5 ადგილით ნაკლებს ვიღებთ კონგრესში)
რეალურად კი
აი ტრამპის ჩამოშორება თუ მოხდა, რისკენაც დაიძრა პროცესი, მერე ითვალე შედეგები 2024-ში
This post has been edited by DIDGORI-GEO on 13 Nov 2022, 13:17