INKVISITORკიდევ აი რას უსვამენ ხაზს; სრულწლოვან შვილებს არ მივცეთო! წარმოიდგინე ქართული ოჯახი, მოხუცები ბრუნდებიან და შვილები კი ვერ ლახავენ დაწესებულ ბარიერს. ვთქვათ რაღაც ობიექტური ძალა აიძულებს მშობლებს რომ დაბრუნდნენ, მაგრამ შვილების გარეშე! ვის რად უნდა ასეთი ტრაგედია? ნორმალური წესი და კანონი მორალზე და ღვთისნიერებაზეა ორიენტირებული, ამ შემთხვევაში რა ხდება?
შეიძლება აქ ზოგიერთი ან ვერ აცნობიერებს რეალობას ან დაფარულ ინტერესს რაღაც ფორმით აჟღერებს! შეიძლება მითვისებული აქვთ ნათესავის ქონება და მათი დაბრუნება არ სურთ

ისე კი, საკმაოდ მრავალრიცხოვანია ეს კატეგორია
* * *
ხალხო დაბრუნდით, ჩამოიყვანეთ თქვენი შვილები, ან იქნებ ისე მოხდეს რომ მუდმივად საშუალება ჰქონდეთ ვიზის და ჯანდაბის გარეშე საქართველოში ჩამოსვლისა. იქნებ სახელმწიფომ ფულიც გამოყოს რომ დაბრუნებულ ხალხს ფინანსური დახმარება გაუწიოს - ბევრს გაპარტახებული და გაძარცვული აქვს სახლი. სულ ცოტა იქნებ საბუთები მაინც აღუდგინონ უფასოდ. რატომ არ გვემეტება სიკეთე საკუთარი ხალხისთვის?