დიაგნოზია, ფაქტობრივად.
ცხადია, როცა რუსებმა ქართველი ხალხის გამოთაყვანება დაგეგმეს, ამგვარი მონაცემებსაც გაითვალისწინებდნენ. და გვისრულებენ.
ეს ისეთი რამეა, სწრაფად და მალე ვერაფერს შეცვლი, ვერც ადვილად. ამას დიდი და ხანგრძლივი ძალისხმევა უნდა, ამ დროს კი ხელისუფლება და მისი რუპორები ხალხს საგანგებოდ ათაყვანებენ და ამას ხელს არც „ოპოზიციური ტელევიზიები“ აკლებენ.
რუსეთშიც თუ ეგრე არიან, იმათ ძალა მაინც აქვთ, მარტორქას ცუდი მხედველობა რომ აქვს, ეს მისი კი არა, სხვების პრობლემაა. მაგრამ თუ პატარა არსებას ცუდი ორიენტაცია აქვს ჯუნგლებში, ვერ არის მისი საქმე კარგად...
P.S. საქართველო ბოლო ადგილზეა 41 ქვეყანას შორის. შესაბამისად, 41-ია მისი ნომერი ამ რეიტინგში.

* * *
რუსებზე გამახსენდა, წეღან ნევზოროვს ვუსმინე ალაგ-ალაგ, და ერთი ადგილას მისი ნათქვამი მენიშნა: მოსკოვში ეგონათ, რომ ყველაფერი დალაგებული იყო უკრაინაში, სბუ-შიც დაუდასტურებდნენ, რომ კი, საქმე ისეა, როგორც თქვენ გინდათ, შემოხვალთ და ხრეშჩატიკზე ჩაივლით აღლუმითო. მაგრამ მერე სბუ-ს დაელაპარაკნენ ლონდონიდან, მეტი ფული შესთავაზეს, ორჯერ ან მეტჯერ, თან დაემუქრნენ და ამათაც გადაატრიალეს ყველაფერიო. ძალიან მოკლედ ვყვები.
ჰოდა რა მეცნო - რაც ეს წლები რუსებთან ინტერნეტში გადავკვეთილვარ, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ქართველები ფულზე გავიყიდეთ. დოლარებზე, ფუნტებზე, სულერთია, გავიყიდეთ. არავინ შემხვედრია, ვისაც მიაჩნდა, რომ თავისუფლება გვინდოდა, დამოუკიდებელი ქვეყანა და იმიტომ ვუთხარით ინხ. დღესაც კი ასეთ რამეს ვერ უშვებენ, რომ თურმე მოსყიდვის გარეშე შეიძლება ვინმემ „უღალატოს“ რუსებს.
აბა საღორეში ღორის სუნი ღორს არ შეაწუხებს.
* * *
წმ. ვლადიმირის ბიუსტი არ მქონდა ლონდონში ნანახი.

წარწერა კვარცხლბეკზე:
წმ. ვოლოდიმირი, უკრაინის მმართველი 980-1015

ქვემოთ განმარტებულია:
აღმართულია უკრაინელების მიერ დიდ ბრიტანეთში 1988 წელს
უკრაინაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების აღსანიშნავად წმ. ვოლოდიმირის მიერ
988 წელს.
აი, ჩადება მესმის.
This post has been edited by griankali on 31 Jan 2023, 22:15
რუსეთი უნდა დაინგრეს.