კი ეფერებიან ერთმანეთს

მაგრამ დახურულ კარს მიღმა ში ძინპინმა პუტლერას ნამეტანი ღმად გაქვს და წაატორმუზეო შეიძლება უთხრას, რა მოხდება?
ვლადიმერ პუტინი - მივესალმებით ჩინეთის მზადყოფნას, კრიზისის მოგვარებაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს
20.03.2023 / 05:57
https://www.interpressnews.ge/ka/article/74...-roli-itamashosვლადიმერ პუტინი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს "კონსტრუქციული როლი" „უკრაინის კრიზისის“ გადაწყვეტაში.
„მადლობელი ვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩინეთის დაბალანსებული ხაზისთვის და ამ მოვლენების ნამდვილი მიზეზების გაცნობიერებისთვის. მივესალმებით ჩინეთის მზადყოფნას, კრიზისის მოგვარებაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს“, - აცხადებს პუტინი სტატიაში, რომელიც ჩინური გამოცემაში პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.
ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას „ძველ კარგ მეგობარს“ უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთი მის ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებს.
შეგახსენებთ, თებერვალში ჩინეთმა უკრაინის ომის დასრულების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელსაც დასავლეთი სკეპტიკურად უყურებს.
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დღეს რუსეთში ჩადის, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
სი ძინპინი - ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები მკაფიო ისტორიული ლოგიკის მიხედვით ვითარდება
20.03.2023 / 06:52
https://www.interpressnews.ge/ka/article/74...edvit-vitardebaჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ვითარდება მკაფიო ისტორიული ლოგიკის მიხედვით და ძლიერ შიდა მამოძრავებელზე, - ამის შესახებჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის სტატიაშია აღნიშნული, რომელიც რუსულ მედიაში გამოქვეყნდა.
"ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ვითარდება მკაფიო ისტორიული ლოგიკით და ძლიერ შიდა მამოძრავებელზე. უკვე 10 წელია, ორმხრივი თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და თავდაჯერებული ნაბიჯებით ახალ ეპოქაში შედის", - წერს სი ძინპინი.
მისი თქმით, ჩინეთი და რუსეთი არიან ყველაზე დიდი მეზობლები, ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სტრატეგიული პარტნიორები, წამყვანი მსოფლიო სახელმწიფოები და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები.
„ორივე ქვეყანა ატარებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
შეგახსენებთ, სი ძინპინი დღეს რუსეთში ჩადის, სადაც რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.