მოდი სიმართლე ვაღიაროთ- ევროკავშირი ისევე როგორც ნატო, ორმაგი სტანდარტებით ხემძღვანელობს ხშირად.
ბევრი ისეთი ქვეყანა მიიღეს, რომლებსაც იმ ფუნდამენტურ საკითხებში ვჯობნივართ, რასაც ღაღადებს ევროკავშირი და ცივილიზირებული მსოფლიო.
ახლა რაც შეეხება მედლის მეორე მხარეს. მოდით ისიც ვაღიაროთ ევროკავშირი დიდად არ არის დაინტერესებული ჩვენი მიღებით და არც არასოდეს ყოფილა.
აქედან გამომდინარე, შეიძლება უფრო მეტს გვთხოვენ, ვიდრე სხვას, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ბოლომდე ევროკავშირი არ არის მტყვანი და ჩვენი არმიღება, სწორედ რომ ჩვენი დამსახურება. ევროკავშირი გინდა კარგია ძმაო, მაგრამ ერთი ადგილის განძრევა რომ არ გინდა, ეგრე სად არის!
ამდენი წელია რომ ქოცებს ვირჩევთ, კარგი ბატონო, გაგვიტარეს, მაგრამ აშკარად პრორუსულ პოლიტიკას რომ ეწევა ქოცობა და ხალხის უმრავლესობა არ აპროტესტებს, ეგ არ არის სწორი საქციელი და პასუხისმგებლობა ეკისრება ხალხს. ის, უცხოელეი აგენტების კანონიც ახალგაზრდებმა გააპროტესტეს და თან მანდ ის თემაც იყო: ბევრი ქართველი ჯიგარი ოჯახი კარგავდა სამუშაოს და მაგიტომ აღარ გაუტარეს ქოცებს.
12 პუნქტი მოგცეს და მაგ 12 პუნქტში სასწაული არაფერი წერია.
არავინ გთხოვს დრაკონის მოკვლას ან იასონისთვის ოქროს საწმისის ახევას და კოლხეთში დაბრუნებას. გარკვევით გვითხრეს სად გვაქვს ლაფსუსები და რაზე უნდა ვიმუშაოთ. ამ დროს რა ხდება: ჩვენი მთავრობა პირიქით აკეთებს და რუსეთს უახლოვდება. თანდათან ამყარებს ავტოკრატიულ რეჟიმს, ხოლო ხალხი ისევ ჩუმად ზის.
არა ძმაო, არ გამოვა ეგრე ევროკავშირი და საერთოდ არაფერი გამოვა, გარდა იმისა, რომ ისევ ღუსეთი გუბერნია გავხდებით.
ნორმალური ხალხი და მართლა ერი გამოვა ქუჩაში და ქოცებს წაუყენებს ულტიმატუმს: ან ასრულებთ ბიძია ამ 12 პუნქტიან შეთანხმებას გარკვეულ ვადებში, ან ნაცებზე ცუდად ამთავრებთ. ამ დროს ხალხი რას აკეთებს ? ერთი ნაწილს სჯერა, რომ ევროას ჩვენი გარყვნა უნდა და ყველა გეეები გავხდებით, ხოლო მეორე ნაწილი იძახის, არა ძმაო, მე ნაცების გვერდით ვერ დავდგები. ხოდა თუ ვერ დადგები, აგერ დადგები მალე ღრუსების წინ და უწელე ელარჯი და ხაჭაური