19.07.2023 /
პაატა მანჯგალაძე - ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის, თუ საჭიროა, არჩევნებზე გამოვალთ „5“ ნომრით - ქვეყანას ვკარგავთ და უხერხული იქნება ვთქვა, რომ ჩემი პარტიული ნომერი უფრო მნიშვნელოვანია
ქვეყანას ვკარგავთ და უხერხული იქნება ვთქვა, რომ ჩემი პარტიული იდენტობა და ნომერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს ინტერესი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის, თუ საჭიროა, არჩევნებზე გამოვალთ „5“ ნომრით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უნდა გაგრძელდეს კოორდინაცია, ჩამოყალიბდეს ახალი პლატფორმა - საქართველოს გამარჯვების მოძრაობა და უნდა შეიყვანონ პარტიებს მიღმა დარჩენილი ადამიანებიც.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკა 2018 წლის, როცა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობდა გაყალბების მიუხედავად. ამ ბლოკმა მაშინ, პრაქტიკულად, მოუგო „ქართული ოცნების“ კანდიდატს
ქვეყანას ვკარგავთ, მე არ მიყვარს პათეტიკა, მაგრამ როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს სახელმწიფოს სახვეწარი, ჩემი მხრიდან უხერხულო იქნება გამოვიდე და ვთქვა, რომ ჩემი პარტიული იდენტობა და ნომერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს ინტერესი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კომპრომისზე წავიდეთ საქართველოს ინტერესის გამარჯვებისთვის. პარტია იმისთვისაა, რომ ერთი ნაპირიდან მეორეზე გაიყვანოს ქვეყანა, თუ ამ მიზანს სჭირდება, რომ სხვა ფერის იყოს ეს პლატფორმა, კი ბატონო. ამას უნდა დავარქვათ საქართველოს გამარჯვების მოძრაობა. ჩვენ გვჭირდება დიდი მოძრაობა, თუ საჭირო იქნება, გამოვალთ „5“ ნომრით“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
პაატა მანჯგალაძე კარგი შენაძენია ქართულ პოლიტიკაში
სწორად და კრეატიულად აზროვნებს პრაგმატულად
ძალიან ადრე დაიწყო ნაციონალების გაძლიერება გამსხვილება