შავლეგა
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4197
წევრი No.: 34758
რეგისტრ.: 12-May 07
|
#60832381 · 11 Nov 2023, 14:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (stopcovid @ 5 Nov 2023, 12:08 ) | | QUOTE (შავლეგა @ 3 Nov 2023, 13:06 ) | | QUOTE | | 2022 წელს ჯამში 41 004 ლარი იყო, რაც თვეში საშუალოდ 3417 ლარია. |
ასეთი "მათხოვრული" ხელფასი პრემიერ-მინისტრს რატომ უნდა ჰქონდეს, ვერ გამიგია.
საშუალო გაქანების მთავარ ბუღალტრებს უფრო მეტი ხელფასი აქვთ, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ.
|
იმიტო რო ხელფასზე არავინ ცხოვრობს. მინისტრების ხელფასი 5კ არის და პრემიერმინისტრის უფრო ცოტა. ეგ არავის ადარდებს იმიტო რო რამდენიც არ იმდ იყოს ხელფასით მულიონერი ვერ იქნები. აგერ კალაძე საერთოდ არ იღებს ხელფასს. სულ არ უშლის ხელს მილიონების შოვნაში. შეიძლება მილიარდერიც გახდა უკვე.
|
ხოდა, აუცილებელია ხელფასები გაიზარდოს, თორემ არასოდეს დაინტერესდებიან პატიოსანი და შედარებით მაღალკვალიფიციური პროფესიონალები პოლიტიკაში, პარტიებში და ხელისუფლებაში მოსვლით.
და პოლიტიკაში ყოველთვის მხოლოდ ფულის გამკეთებლები, ლობისტები და შარლატანი არაპროფესიონალები მოვლენ.
ჯერ უნდა გაიზარდოს ხელფასი და არა პირიქით! არავინ მოვა თავისი ენთუზიაზმით, ყველა პროფესიონალი იპოვის გაცილებით უკეთეს გზას და ჩათვლის, რომ მაგალითად საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან უფრო უკეთესად ემსახურება ქვეყანას ან საკუთარ თავს, ვიდრე პოლიტიკაში.
და რასაც დაუკვეთავ, იმას მიიღებ, რაზეც აგერ გოცირიძე საუბრობს:
| QUOTE | გაზიარება ომი უკრაინაში
პოლიტიკა 10.11.2023 / 16:05 რომან გოცირიძე - პოლიტიკოსი ხელფასით უნდა ცხოვრობდეს - რა უნდათ პარლამენტში ბიზნესმენებს?! რომან გოცირიძე - პოლიტიკოსი ხელფასით უნდა ცხოვრობდეს - რა უნდათ პარლამენტში ბიზნესმენებს?! „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე კოლეგებს სთავაზობს, რომ პარლამენტის წევრებს, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, პერსონალური ავტომობილები აღარ მოემსახუროს.
პარლამენტის წევრების ავტომობილებით უზრუნველყოფის საკითხზე გოცირიძემ ყურადღება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაამახვილა, სადაც დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდის თაობაზე შალვა პაპუაშვილის პროექტი განიხილეს.
როგორც გოცირიძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის ყოველ მეორე დეპუტატს - უმრავლესობის 45 წევრს პერსონალური მანქანა ემსახურება. გოცირიძის თქმით, „არ შეიძლება ყოველი მეორე დეპუტატი ირიბად სხვანაირი ხელფასით იყოს უზრუნველყოფილი“.
„სამწუხაროდ, ეს პარლამენტი არის არა პოლიტიკური პარლამენტი, არამედ, კომერციული პარლამენტი, სადაც 28 ოფიციალური მილიონერია, სადაც დეპუტატები მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ იმ გადაწყვეტილებას დააჭირონ ხელი, რომელ გადაწყვეტილებაზეც უბრძანებენ. პროფესიონალი პოლიტიკოსი ხელფასით უნდა ცხოვრობდეს და მისთვის პარლამენტში მუშაობა ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს. რა უნდათ პარლამენტში ბიზნესმენებს?! - ფულს იქეთ გადაგიხდიან. სამწუხაროდ, ბიზნესმენები პარლამენტში იმიტომ მოდიან, რომ ტენდერები მოიგონ და ხელისუფლების მფარველობის ქვეშ იყვნენ, ხოლო ოპოზიციას პარლამენტში იმიტომ უნდა, რომ თავი რეპრესიებისგან დაიცვას. პარლამენტი უნდა იყოს პოლიტიკური და არა კომერციული ორგანო. დეპუტატს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, მაგრამ საქმის კეთებისათვის და არა საკუთარი ბიზნესის ლობირებისათვის, ყოველდღიური მუშაობისათვის და არა სტატისტად ყოფნისათვის, როცა მათი მთავარი როლი მხოლოდ კენჭისყრის ღილაკზე ხელის დაჭერაა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე |
This post has been edited by შავლეგა on 11 Nov 2023, 14:04
--------------------
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი! კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი! კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი! ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი!!! (C) შოთა
|