zurabus
ამ ბავშვზე სიუჟეტი მაქვს ნანახი "ფრიდომზე",თან ვუყურებდი,
თან ცხარე ცრემლით ვტიროდი.ე.ი. რომა თავის დედასთან ერთად
კლინიკაში იმყოფებოდა.ავიადარტყმის შედეგად კლინიკას ბომბი
მოხვდა.დედა,ახალგაზრდა,ულამაზესი ქალი,მუსიკოსი,ადგილზე დაიღუპა,
რომა სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.კარგა ხანი
კომაში იყო.მთელი უკრაინა გულშემატკივრობდა თურმე.მაინც გადარჩა,
გამოვიდა კომიდან.საზღვარგარეთ გაგზავნეს,გერმანიაში,დრეზდენში,სადაც
ერთი წელი გაატარა მამასთან ერთად.ეს კიდევ ცალკე თემაა.ახალგაზრდა
კაცი როგორი მამაა!არ ვიცი,სიტყვები არ მყოფნის.უამრავი ოპერაცია გადაიტანა,
ფაქტიურად თავიდან ისწავლა სიარული... შემდეგ უკრაინაში დაბრუნდნენ
და სამშობლოში გააგრძელა მკურნალობა.ეს ბავშვიც,დედის მსგავსად,
აკორდეონზე უკრავდა.იმდენი ქნა მამამ,აკორდეონზე დაკვრა განაახლებინა,
თან,ჰპირდება,კონცერტებზეც გამოხვალო.არ ვიცი,ჩემზე ძალიან იმოქმედა
ამ ბავშვის ამბავმა,იმიტომ დავწერე ამდენი,სულ მახსოვს და მინდა,როგორც
თავისი სუპერმამა დაპირდა,ყველაფერს მიაღწიოს ცხოვრებაში.
მანამდე კი ასეთ სპეცტანსაცმელში ცხოვრობს,დადის სკოლაში,აკორდეონზე უკრავს...
This post has been edited by kactus on 9 Dec 2023, 12:08