ფულის გულისთვის არქეოლოგიური ძეგლის დანგრევა მიუღებელია ჩემთვის
ოღონდ არ ვიცი მანამდე აფეთქებების გამო რამდენად ნორმალურ მდგომარეობაში იყო ის მაღარო
თავიდანვე უნდა გაფრთხილებოდენ
ეხლა რაც დოკუმენტი დადე
რეესტრის ჩანაწერი როგორც ვხედავ. \
მე მაგის სპეციალისტი არ ვარ რომ გავშიფრო მაგ დოკუმენტით რა დასტურდება
ჩემი აზრით ექ არის სასამართლოს დადგენილება 3 კომპანიის 1 კომპანიად გაერთიანების შესახებ, რომელთაგან 2 ადრინდელი ხელისუფლების დროსაა დაარსებული 1 2013 წელს. მაგრამ არ ჩანს ის წილები ვისგან ან როდის იქნა მიღებული
ანუ მე ვერ ვხვდები მანდ ხელისუფლების როლს
ამასთან დაკავშირებით რომ დავსერჩე ამიმიგდო კაპიტან გიგაურის კვლევა მაგ საკითხთან დაკავშირებით
მისი წაკითხვის შემდეგ არც ვადით და არც პიროვნებებით არ ჩანს ამ ხელისუფლების კვალი რუსეთისთვის მაგ საბადოების გადაცემაზე
აი ლინკი -
https://transparency.ge/ge/blog/vis-ekutvnis-rmg-goldდა
თავად ტექსტიც
2014 წლის აპრილში RMG Gold-ის ერთ-ერთმა აქციონერმა დიმიტრი ტროიცკიმ განაცხადა, რომ კომპანიის აქციონერები არიან თვითონ ტროიცკი, მისი პარტნიორი დიმიტრი კორჟევი და პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია, რომელიც წილების 22%-ს ფლობს. კობა ნაყოფიამ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ იგი ფლობდა მინორიტარულ წილს კომპანიაში 2013 წლის 4 ივლისამდე, 4 ივლისს კი წილები დანარჩენ მფლობელებზე გაასხვისა. მან ასევე აღნიშნა, რომ მყიდველების მიერ არ არის შესრულებული წილის მიყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც დავა მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, 2013 წლის 4 ივლისს კომპანიაში წილების ცვლილების შესახებ მონაცემები არ იძებნება, რაც მიუთითებს, რომ გარიგება კომპანიის მფლობელ ოფშორულ სუბიექტებს შორის მოხდა და ქართულ დოკუმენტებში არ აისახა. ამ წინააღმდეგობრივი განცხადებების და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ კომპანიამ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და საჯარო გახადოს მისი ბენეფიციარი მფლობელების შესახებ მონაცემები.
კომპანიების ამჟამინდელი მფლობელები
RMG Gold-ის 96.21%-ის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია Rich Metals Group-ია, დარჩენილ წილებს კი სს RMG Copper ფლობს. RMG Gold-ის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე სერგეი ეგანოვია, სამეთვალყურეო საბჭო კი სამი წევრისგან შედგება: სერგეი ეგანოვი, ალვიდას ბრუსოკასი და ვახტანგ ფარესიშვილი.
ნიდერლანდების სავაჭრო პალატის 2014 წლის ივნისის ამონაწერის მიხედვით, Rich Metals Group-ს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია Minings Developments Georgia ფლობს, რომელიც თავის მხრივ კვიპროსულ Pamtilon Holdings Limited-ს ეკუთვნის. ამ კომპანიის 87.5% ისევ კვირპოსული Specimax Co-ს საკუთრებაა. ამ უკანასკნელის მფლობელი კი სხვა ორი კვიპროსული კომპანიაა (Scoremax Holdings Limited და Mountaindrop co. ltd), რომელთა მფლობელებისა და მმართველების შესახებ საჯარო წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება. შესაბამისად, საჯარო წყაროების მეშვეობით შეუძლებელია RMG Gold-ის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელების დადგენა.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი მფლობელების შესახებ ინფორმაცია 2012 წელს კომპანიამ თავად გამოაქვეყნა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 2012 წლის ივნისში კომპანიები „მადნეული“ და „კვარციტი“ (ახლანდელი RMG Copper და RMG Gold) რუსულმა „კაპიტალ ჯგუფმა“ იყიდა, რომელსაც დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი ფლობენ.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – რუსეთის“ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, კორჟევი და ტროიცკი ერთობლივად ფლობენ მაღაზიათა ქსელს O’KEY, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ოპერირებს. სერგეი ეგანოვთან ერთად კი ისინი ბანკ „სანქტ პეტერბურგის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან. ეგანოვი ამავდროულად ZAO Capital Group-ის (ყოფილი Neva-Russia) დირექტორია. ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი არის ცნობილი რუსი მილიარდერი და ნაომი კემპბელის ყოფილი მეგობარი მამაკაცი ვლადისლავ დორონინი.
2012 წლის 7 ივნისს, მას შემდეგ რაც კომპანია გაიყიდა, RMG Gold-ის დირექტორად ვახტანგ ფარესიშვილი დაინიშნა. ფარესიშვილის საქმიანობის შესახებ საჯარო წყაროებში ინფორმაცია არ მოიპოვება. იმავე წლის 27 ივნისს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები დიმიტრი ტროიცკი, დიმიტრი კორჟევი, ზურაბ ქუთელია და ლაშა ახალაძე გახდნენ. „ლიბერალის“ კვლევის თანახმად, ზურაბ ქუთელია კომპანიასთან ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იყო დაკავშირებული. იგი გარემოს დაცვის სამინისტროსა და მის საქვეუწყებო უწყებებში წამყვან თანამდებობებს იკავებდა და ლიცენზირების უწყებათაშორისი ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იყო მაშინაც, როდესაც სახელმწიფო უწყების, გეოლოგიის დეპარტმანეტის მიერ დაფუძნებულ კომპანია „ტრანს ჯორჯიან რესორსზე“ გაიცა ოქროს მოპოვების ლიცენზია. ამ კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ ჭოხონელიძე თავადაც იმავე საბჭოს წევრი იყო. ეს კომპანია მოგვიანებით შპს „კვარციტს“ (ახლანდელი RMG Gold) შეერწყა და მისი ლიცენზიაც „კვარციტზე“ გადავიდა.
2014 წლის ივნისში RMG Gold-ის სამეთვალყურეო საბჭო შეიცვალა და საბჭოს წევრებად დაინიშნენ სერგეი ეგანოვი, ალვიდას ბრუსოკასი და ვახტანგ ფარესიშვილი. ზურაბ ქუთელია მასში აღარ ფიგურირებს. O’KEY-ს 2013 წლის ანგარიშის მიხედვით ალვიდას ბრუსოკასი კომპანიის ანაზღაურების კომიტეტის წევრად ირიცხება. ამავე კომიტეტის წევრია დიმიტრი ტროიცკი.
კომპანიის მფლობელობა 2012 წლამდე და კავშირი სხვა კომპანიებთან
2012 წლამდე კომპანიის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული „ჯი.პი.ემ. ჯორჯია“ იყო, რომელმაც „კვარციტი“ 2011 წელს შეიძინა. კომპანიის იმჟამინდელმა მფლობელმა შპს „გეოპრომაინინგმა“ საკუთარი აქციები სს „მადნეულში“ და წილები შპს „კვარციტში“ „ჯი.პი.ემ. ჯორჯია ბი.ვი.“-ს კაპიტალში შეიტანა. „გეოპრომაინინგი“ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა. იგი ფლობდა 99%-ს სს „მადნეულში“ და 85.47%-ს – შპს „კვარციტში“. (დარჩენილ წილებს შპს „კვარციტში“ სს „მადნეული“ ფლობდა.)
ჰოლანდიური კომპანიის დირექტორი იმ პერიოდში ვიტალი იაბლოკოვი იყო. „ჯი.პი.ემ ჯორჯია“ და „ჯეოპრომაინინგი“ რეალურად ერთი და იგივე კომპანიაა, რადგან 2012 წლის ივნისში სწორედ „ჯეოპრომაინინგმა“ განაცხადა კომპანიების გაყიდვის შესახებ. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი „მადნეულის“ ლიცენზიის დაკარგვაა, რომელიც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად სხვა კომპანიამ მოიპოვა.
„ლიბერალის“ თანახმად, ჩამორთმეული ლიცენზიებიდან ერთ-ერთი, 2011 წლის 3 ოქტომბერს, 93.5 მილიონ ლარად „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ შეიძინა. მეორე ლიცენზია კი – 110.5 მილიონ ლარად, შპს Mining Investment-მა. ორივე კომპანიას კვიპროსში რეგისტრირებული „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითედი“ ფლობს. ორივე ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში კი ვახტანგ ფარესიშვილი, ალვიდას ბრუსოკასი და სერგეი ეგანოვი ფიგურირებენ, ანუ, ამ კომპანიებისა და „RMG Gold“-ის ახლანდელ მფლობელობას ერთსა და იმავე პირებამდე მივყავართ.
კობა ნაყოფიას კავშირი „მადნეულთან“ და „კვარციტთან“
აღსანიშნავია, რომ კობა ნაყოფიას, როგორც პარლამენტის წევრის მიერ 2009 წლიდან დღემდე შევსებულ არც ერთ ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ იგი RMG Gold-ის წილის მფლობელია. მას დეკლარირებული აქვს მისი შვილის ნიკოლოზ ნაყოფიას მიერ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ორი კომპანიის – Bioneli limited და Dream Vision Capital Inc.-ის მფლობელობა, თუმცა ამ კომპანიების კავშირი RMG Gold-თან საჯარო წყაროებით არ დასტურდება.
2006 წლის ბოლომდე პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია „მადნეულის“ გენერალური დირექტორი იყო. 2008 წლამდე, ანუ პარლამენტის წევრად არჩევამდე, იგი „კვარციტისა“ და „მადნეულის“ დოკუმენტებში ფიგურირებს როგორც გენერალური დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან „ჯეოპრომაინინგის“ წარმომადგენელი. 2008 წლის შემდეგ ნაყოფია კომპანიების დოკუმენტებში არ ფიგურირებს, ასევე, საჯარო დოკუმენტებში არ მოიძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი ამ კომპანიის მფლობელი იყო, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად მან წილები 2011 წელს დათმო, როდესაც კომპანიას ლიცენზია ჩამოართვეს. 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში (დეკლარაცია 2011 წლის ქონებრივ მდგომარეობას ასახავს) კობა ნაყოფიას მითითებული აქვს, რომ მის შვილს, ნიკოლოზ ნაყოფიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ანაზღაურება აქვს მიღებული, როგორც შპს „კვარციტის“ გენერალური დირექტორის კონსულტანტს საერთაშორისო საკითხებში. მომდევნო წლის დეკლარაციის მიხედვით კი ნიკოლოზ ნაყოფია ამ თანადმებობას აღარ იკავებს.
არსებული საჯარო მონაცემების ანალიზის შედეგად, შეუძლებელია კომპანიის ბენეფიციარი მფლობელების იდენტიფიცირება და იმის დადგენა, იკვეთება თუ არა კომპანიაში პოლიტიკურად აქტიური პირების ინტერესები. RMG Gold-ის მფლობელობასთან დაკავშირებული ბუნდოვანება მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიული ობიექტების მფლობელობა გამჭვირვალე იყოს, რათა ამა თუ იმ საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
* * *
ბორჯომს რაც შეეხება
ასეთი ინფორმაციაა
დღეს საქართველოს მთავრობამ ბორჯომის აქციების პაკეტის მიღებისთვის დადგენილება გამოსცა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საუბარია არა საკონტროლო პაკეტზე, არამედ კომპანიის 7.73%-იან წილზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მიიღებს.
სააქციო პაკეტთან ერთად, საქართველოს კომპანიის დირექტორთა საბჭოში ორი წევრი ეყოლება, რომელთაგან ერთი თავად საბჭოს თავმჯდომარე იქნება.
მთავრობის სხდომის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩამოთვალა, თუ რომელი კომპანიები იქნებიან IDS Borjomi International-ის აქციონერები. ეს სია ასე ნაწილდება:
● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი) - 49.99%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● საქართველოს სახელმწიფო - 7.73%
● “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%
საუბარია არა "IDS ბორჯომი საქართველოს" წილებზე, არამედ IDS Borjomi International-ზე, რომელიც დსთ-ში მინერალური და სასმელი წყლის უმსხვილესი მწარმოებელია. ბორჯომის, ლიკანის და ბაკურიანის ბრენდების გარდა, კომპანია ქარხნებს ფლობს რუსეთსა და უკრაინაშიც, სადაც მორშინსკის და სვიატოი ისტოჩნიკის ბრენდების მტკნარ წყლებს ასხამს. 2020 წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 461 მილიონი დოლარი, 2019 წელს კი 505 მილიონი დოლარი იყო.
მიხაილ ფრიდმანის “ალფა ჯგუფი” IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს 2012 წლის დეკემბრიდან ფლობდა. გარიგებამდე კომპანიის მთავარი აქციონერი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომელმაც $460 მილიონ დოლარად “ბორჯომის” 60%-იანი წილი “ალფა ჯგუფს” მიჰყიდა. 40%-იანი წილი კი პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. 2012-2020 წლების განმავლობაში აქციათა თანაფარდობა სწორედ 40-60%-ზე იყო, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში მასში გაჩნდნენ სხვა მინორიტარი აქციონერები 3.79%-ის წილით.
2021 წლის პირველი ნახევრიდან დღემდე კომპანიის აქციონერები ასე ნაწილდებოდნენ:
● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი) - 57.72%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%
აქციონერთა რიგებში საქართველოს გამოჩენის შედეგად, “ალფა ჯგუფის” წილი 49.99%-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ალფა ჯგუფმა” კომპანიის საკონტროლო პაკეტი დაკარგა. ანუ სანქცირებული პირები კომპანიის ნახევარზე მეტს აღარ ფლობენ.
ანუ ნაწილობრივ არაქორეტულად ვთქვი
57 % ქონდა ფრიდმანს
და ახლა სახელწიფოს + ქარველ აქციონერებს ჯამურად აქვთ საკონტროლო პაკეტი
* * *
საერთოდ იმას დავამატებ რომ არც ამ მთავრობას და არც სხვას (ვინც მოვა) ადვოკატად არ ვუდგები
ვინც დააშავებს პასუხი უნდა აგოს
ვინც წარმატებას მიაღწევს უნდა დაუფასდეს