რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მეორე დღეს, 29 მაისს, "ოცნებამ" "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც
საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება | ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს
შეგახსენებთ, სახელისუფლო პროპაგანდა ამტკიცებს, რომ რუსული კანონი "გამჭვირვალობის" გამო მიიღეს
აქამდე, საჯარო მოხელეების, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების, პრეზიდენტის, პრემიერის, მინისტრებისა და მოსამართლეების დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე, შევსებიდან 48 საათში ქვეყნდებოდა. ცვლილების შემდეგ კი შესაძლებელი გახდა, რომ მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციები, შევსებიდან 60 დღის განმავლობაშიც კი არ გასაჯაროვდეს
ახალი ცვლილებით, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები, საჯარო მოხელეებს დეკლარაციის შევსებიდან 1 თვის ვადაში მიუთითებენ ხარვეზის შესახებ და გამოსასწორებლად კიდევ 1-თვიან ვადას მისცემენ. გარდა ამისა, კანონში წერია, რომ ხარვეზის აღმოჩენისა და გამოსწორების პერიოდში, რაც შეიძლება ორი თვეც კი გაგრძელდეს,
"დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია"
პ.ს "გამჭვირვალობა" ხო?

რუსი ოლიგარქის ბორინკას დდშვც