
2025 წლის 1 ივნისიდან თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს [ქალაქი, სოფელი, დაბა] შორის მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა აიკრძალება | ახალი რეგულაციის მიხედვით, მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანა ავტობუსებით განხორციელდება
©️ ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს
მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო რეგულარული მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსი) განხორციელდება, – ინფორმაციას BPN ავრცელებს.
ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან შევა ძალაში, მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის გადაყვანებს. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქალაქების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა ვეღარ მოხდება.
ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, ცვლილება შეეხება ასევე 150 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე დასახლებებში საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანას.
"საქართველოში საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით," — აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
https://on.ge/story/134171-2025-%E1%83%AC%E...%83%91%E1%83%90ძვლის ერთი კარგი ინფორმაცია არ გავიგე
საქართველოში მარშუტკების ხანა უნდა დასრულდეს.