ნახე ახლა როგორი სიტუაციაა
ამერიკის პოლიტიკას აქტიურად არ ვადევნებ თვალს მაგრამ კონსპირაციული საბები ჩემი guilty pleasure არის
როცა რედიტზე რ/დონალდი დახურეს, ამ ხალხის მასიური მიგრაცია მოხდა კლასიკურ კონსპირაციულ საბებზე
და იმ პერიოდან მესმის ჰილარის მეილებიდან დააწყებული, ჰანტერის კომპიუტერით დასრულებული
2016 წლის დაპირებებიც მახსოვს დიპ სთეითის დასამარებაზე და ამოძირკვაზე
მაგრამ ჰოი საოცრებავ, ჰილარიც გარეთ არის, ობამაც და დიპ სთეითიც ადგილზეა
ალექს ჯოუნსის და ტიმ კასტიც ბომბი ინფოებიც მახსოვს, რომელიც ყოველ დღე უნდა დადებულიყო და ჯამურად - არაფერი საინტერესო არ დადებულა
ახლაც აქტიურად ვადევნებ თვალს მსგავს საბებს და განსაკუთრებით ამ არჩევნებამდე სილ ბაიდენის და დემოკრატების სატანისტობაზე იყო საუბარი
და როცა ვინმე წყაროს მოითხოვდა პასუხი იყო do the independent research as I have done - და შენც ხომ ხვდები რომ ეს არ არის სერიოზული პასუხი
და აქაც იგივე შემთხვევაა. ამბობ რომ 400 ადამიანი მოაკვლევინა კლინტონებმა (მეტიც შეიძლება იყოს, ეს ცალკე თემაა) და წყაროზე საუბრისას ზოგადად მელაპარაკები
და ასეთი საუბრის მერე როგორ გინდა ასეთი საკითხები დაიჯერო?
იქნებ, იქნებ ეს ყველაფერი ისეთივე ბოლია როგორც აქ ჩვენთან ქართული ოცნების ნარატივი რომ ევროპას ჩვენი გადაჯიშება უნდა?
ან იქნებ უნდა დაუშვა ის მოსაზრებაც, რომ შეიძლება სხვები კი არ არიან პროპაგანდის ქვეშ, არამედ შენ ხარ პროპაგანდის ქვეშ მოქცეული რადგან იმას გეუბნებიან რისი გაგებაც გინდა?
ცუდად არ გამიგო, მაგრამ შენი პოსტებიდან ისე ჩანს (თუნდაც იმ პოსტიდან, სადაც სოროსების ფოტო გიდევს) თითქოს სხვებზე დიდი ცოდნა გაქვს და იქნებ საერთოდ არ არის ასე და სჯობს შენს პოსტებს გარედან, დამოუკიდებელი დამკვირვებლის თვალით შეხედო?
მაინც, როცა გარედან შეხედავ, ბევრ რაღაცას საინტერესოდ დაინახავ
დაანგრიე მატრიცა შენში