საბა სხვიტარიძის სიტყვა პროცესიდან:
მე მინდოდა მომეყოლა ჩემი წამების შესახებ, რაც ჩემი დაკავებიდან მალევე მოხდა. ოქმი რომელიც პროკურატურამ წარადგინა არის ყალბი. მე საერთოდ სხვა ადგილას დამაკავეს და ოქმში წერია, რომ მე ვიყავი მისული მოწმის სტატუსით განყოფილებაში ღამის 4 საათზე - დროშიც აცდენაა.
მე დამაკავეს ზესტაფონის გზაზე, რა დროსაც მამაჩემთან ერთად ვიყავი. როდესაც გაამაჩერა პოლიციამ, მე მათ დავემორჩილე. როდესაც ვიკითხე რატომ? მიპასუხეს რომ „გეტყვინ“. მე მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც უარი მითხრეს. მე მოვითხოვე ჩაერთოთ სამხრე კამერები, ესეც არ გაითვალისწინეს. მე ვთხოვე მამაჩემს, რომ ადვოკატისთვს დაერეკათ, რა დროსაც მამაჩემს პოლიციამ ჩამოართვა ტელეფონი და აუკრძალა დარეკვა.
მე წამომიყვანეს ზესტაფონიდან თბილისის მიმართულებით სადღაც გორთან გადამსვეს შავი სედანის მანქანაში, უკვე სხვა ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილ ხალხთან - 4 პოლიციელი იყო. ჩამომიყვანეს თბილისის მთავარ სამმართველოში. მანქანაში მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე მუქარა გაუპატიურებით. შემდეგ ჩამომიყვანეს და მომხსნეს ბორკილები და მითხრეს: შენ ხარ ეხლა მოწმის სახით დაბარებული და რამე რომ არ გე*ლევა მაგიტომ დაგაკავეთო. მე საშვით შემიყვანეს.
არ ვიცოდი მოწმის სახით თუ ვიყავი, რომ მცოდნოდა არ მივიდოდი და სასამართლოში დაკითხვას მოვითხოვდი.
შემიყვანეს ოთახში, იქ მიდიოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება, მოვითხოვე ადვოკატი და დამცინეს.
შემდეგ შემოვიდნენ ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელები, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები. 4 ნიღბიანი შემოდის, ვინც ოთხაში იყვნენ გადიან და კეტავენ კარებს. ამ დროს იწყება ჩემი ფიზიკური შეურაცყოფა, როდესაც მე ნახევრად გათიშული ვიყავი მდივანზე ერთ - ერთი დამახტა.
შემოდეგ შემოდიან ვინც თავიდან იყვნენ გაყავთ ეს 4 ნიღბიანიდა მეუბნებიან - კიდევ გავიმეორებთ.
არ ვიცი რას ითხვდნენ ჩემგან, მხოლოდ ძალადობდნენ. ერთ - ერთმა პოლიციელმა ფოტოც გადამიღო. მე მოვითხოვე სასწრაფო და ადვოკატი. შემომიტანეს პარკი, რომ შიგნით მერწყია და მომაწოდეს წყალი.
მეუბნებოდნენ, რომ ქათმებში ჩამსვამდნენ და იქ გამაუპატიურებდნენ. გამოვყავარ შემდეგ ამ ხალხს და მე-8 სართულზე ავყავართ. გზაში ვიღაც გვხვდება და ეუბენბიან რომ ეს არისო, ის იწყებს გინებას, პოლიციელზე ძალადობა ეგრე შეგრჩებაო? ვეუბნები, რომ არ მიძალადია პოლიციელზე.
მერე უფროსის კაბინეტში შევყავარ და იქ მაყენებს შეურაცხყოფას ეს ადამიანი და მეუბენბიან რომ ოქმს ხელი მოვაწერო და ვეუბნები, რომ არაფეს ხელს არ მოვაწრერ. შემდეგ შევყავარ სადღაც მგონი გამომძიებელთან და იწყება დაკითხვა. მე ვეუბნები. რომ ცუდად ვარ და სასწრაფო მჭირდება და იქაც პარკი მომწოდეს და იქაც ვარწყიე.
მითხრეს ტანზე აიწიეო და დაზიანებები ჩაიწერეს. გამომძიებელს ეუბნება ეს ადამიანი გადი კაბინეტიდანო, გადის ეს ადამიანი, შემოდის ისევ ვიღაც ნიღბიანი პოლიციის ფორმაში, ის სამი ადამიანი მაკავებდა და ეს ისევ ძალადობდა ჩემზე. ამ პროცესში მე გადამამტვირიეს ხის ნივთები. ნიღბიანი აპირებდა ცხვირში დარტყმას და თავი გავწიე. როდესაც ამას მორჩნენ დაუძახეს გამომძიებელს და მან გააფორმა ოქმი.
შემდეგ კაპეზეზე ჩავყავარ, განვაცხადე, რომ სასწრაფო მჭირდებოდა, რაზეც მითხრეს რომ არ გჭირდება სასწრაფოო და შემიყვანეს საკანში. ჩემი ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდებოდა როდესაც სასამართლომდე მომიყვანეს და შემდეგ პენიტენციურში.
როდესაც სასამართლოდან წამიყვანეს მესმოდა როგორ დასცინოდნენ აქციაზე დაკავებულ ყრუ-მუნჯს. დასცინოდნენ იამზე, როგორ ტიროდა. შემდეგ მიმიყვანეს პენიტენციურში. მანამდე ვერ ვისარგებლე სამედიცინო დახმარებოთ სანამ იქაურმა ექიმებმა არ შემამოწმეს.
ამის შემეგ სასამართლო მეუბნება, რომ მე ვარ მოძალადე და მე უნდა ვიყო ციხეში. ის მოძალადეები დღემდე გარეთ არიან და აგრძელებენ ადამიანების ცემას. ვხედავთ აქციებზე რაც ხდება. ჩვენ ვითხოვდით გირაოს, მაგრამ არ დაკმაყოფილდა. მე არსად გაქცევას არ ვაპირებ, დიდი ხანია ამ ქვეყნისთვის ვიბრძვი და ეგრეც გავაგრძელებ.
სასამართლოდან ვითხოვ მხოლოდ სამართალს და სამართლიან ქცევას ყველას მიმართ. სასამართლოს წილი ამ უსამართლობაში დიდია - მოძალადეებს აქვთ დაუსჯელობის განცდა.
ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება და დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით.
https://www.facebook.com/share/p/1CyHKK7H3a/შეიძლება დაიდო.
Yo lloré porque no tenía zapatos, hasta que ví a un niño que no tenía pies.
The minute you settle for less than you deserve, you get even less than you settled for.
Il vaut mieux être à la suite des lions qu'à la tête des renards.