ზოგიერთი ადამინი იმდენად გაუნათლებელია რომ ეკლესიას ეძახის საპატრიარქოს და ამ რელიგიურ იერარქიულ მმართველობას. არადა ეკლესია სასულიერო პირების და მრევლის ერთობაა. ეგ საკითხი იქით იყოს.
მთავარი ისაა, რომ რელიგია ანაქრონისტული მოვლენაა რომელიც ადამიანის მორჩილებაზეა ორიენტირებული.
ახლა ვუყურებდი კათოლიკურ ეკლესიაზე დოკუმენტურ ფილმს და კინაღამ გული შემიწუხდა, რამხელა მაფია იყო და არის.
ასეთივე მაფიად იქცა ჩვენი მსაპატრიარქო.
რომელიც ცდილობს ღმერთის მონოპოლიზება მოახდინოს და ამ გზაით ხალხი მართოს.
მათ ოცნებას იმდენაც ვერ მალავენ, რომ ხმამაღლაც ამბობენ მრევლი ცხვარივით უმანკო უნდა იყოსო. უფრო ცხვარივით დებილი.
ერთი კარგი რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისაა რომ ნულამდე დავიდა რელიგიურობა.
კიდევ ერთხელ დავსძენ: უდიდესი სიამოვნებაა იმის გააზრება რომ არცერთი რელიგიური ლიდერის ბრძანებას არ აქვს ძალა ჩემთვის! ყველა მათ ბრძანებას აქვს ერთი პასუხი - არა!
გითხრათ როგორია ძალაუფლების დაკარგვის მექანიზმი?
იხ. ფოტო:

საბედნიეროდ ვართ ეპოქაში სადაც ეკლესიას შეუმცირდა ეგზეკურციური ფუნქციები. ჩემზე არცერთი სასულიერო პირი თუ თანამდებობის პირი (მათ შორის ჩემიმამაოეგეთიარაა-ები) არ სარგებლობენ არანაირი გავლენით.
დიდი თავისუფლების განცდაა.
ღმერთის მონოპოლია ვერ ექნება ვერცერთ ადამიანს. ისედაც ყველა ადამიანს პირადი კავშირი აქვს სამყაროსთან ხოლო თუ შემოქმედი არსებობს მაშინ შემოქმედთან.
თავისუფლების განცდას ისიც მიძლიერებს, რომ არ მჭირდება რიტუალებზე სიარული, ვალდებულებების შესრულება მამაოების და დედაოების მიმართ (მონებივით ამუშავებენ მრევლს, აძლევენ დაველბებს, სთხოვენ უამრავ რამეს), რელიგიური ცრურწმენების აყოლა (ეკლესიის დანახვაზე პირჯვრის წერა) და.ა.შ
ძალაუფლებისა და ფულის სურვილში გავეშებული მაფიოზები იმდენად დაბრმავებულები არიან რომ რუსეთის ფსბ-ს ფილიალად არიან ქცეულები და რუსეთის ინტერესებს ატარებენ. დიახ, სამწუხაროთ თანამედროვე საპატრიარქო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ გამოწვევადაა ქცეული.
ჰოდა მოლედ რაზეა ახლა ეს თემა:
1) რა ფაქტორები გამოიწვევენ რელიგიური მაფიოზების ძალაულების შემცირებას?
2) რა მოხდება თუ ისინი დაკარგავენ ძალაუფლებას? თქვენი აზრით სად გადაინაცვლებენ ისინი? (ჩემი აზრით პოლიტიკაში, მაფიოზურ, კარტელურ ბიზნესსებსში და ა.შ) ზოგი კი დაუბრუნდება ძველ პროფესიას და გახდება კვლავ რეკეტიორი და კრიმინალური სამყაროს წევრი. სიუჟეტსაც დავდებ მოგვიანებით ვის ვგულისხმობ.