ზახაროვამ თითი დაგვიქნია, ამ ### ქალამ რუსეთის დროშით ქართველი მებრძოლი გმირები შეგვახსენა

ზახაროვა რუსეთის დროშაზე მოშარდვის იმიტაციაზე: „რუსი სამართალდამცველები შეფასებას მისცემენ სცენაზე შესრულებულ პერფორმანსს"
1 საათის წინ
https://www.radiotavisupleba.ge/a/33423691.htmlმარია ზახაროვას თქმით, დროშა დროშად დარჩება, „მიუხედავად იმისა, თუ როგორი ფსიქოპატი რანაირად მოეპყრობა მას“.
ქართველმა მომღერალმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მიმდინარე კონცერტის დროს წარმოადგინა პერფორმანსი რუსეთის დროშის გამოყენებით, რაც რუსულმა მედიამ და Telegram-ის არხებმა „რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფად“ შეაფასეს.
„რუსი სამართალდამცველები შეფასებას მისცემენ საქართველოში რუსული სამფეროვანი დროით „შესრულებულ“ პერფორმანსს“, - დაწერა თავის Telegram არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ
„როდესაც ღმერთმა კაცს ტვინი არ მისცა, მას სხვა ორგანოებით უწევს მუშაობა“, - დაწერა ზახაროვამ, რომელმაც ასევე გაიხსენა „რუსული დროშის ქვეშ მებრძოლი და მოღვაწე ღირსეული ქართველები“:
„თამარ დედოფლის ღირსეული შთამომავლები - წერეთლების სახელოვანი გვარისა და რუსეთის დროშის ქვეშ მებრძოლი პეტრე ბაგრატიონის დიდებული წარმომადგენლებიდან დაწყებული და დამთავრებული ნიკოლაი ცისკარიძით, რომელიც დონბასის რესპუბლიკებისთვის დახმარებას აგროვებდა - ეს ადამიანები, რომლებმაც თავიანთ პროფესიაში რეალურ სიმაღლეებს მიაღწიეს, ამ ფსკერისგან განსხვავებით, საკუთარ თავს რუსულ სამფეროვან დროშასთან აიგივებენ ჭეშმარიტად ქართული პატივითა და სიამაყით. და, რა თქმა უნდა, შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამ, სერჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად, აღმართა რაიხსტაგზე ჩვენი საერთო ქვეყნის დროშა, რომლის მემკვიდრეც რუსეთია.