და ფრონტის ბოლო სექტორების მიმოხილვა
რუსები ასევე აქტიურად უტევენ კონსტანტინივკას, ლიმანისა და სივერსკის მიმართულებებს
კონსტანტინოვკას სამხრეთ და აღმოსავლეთ შემოგარენი აიღეს და უკვე ქალაქის მისადგომებთან არიან
ვრცელდება ინფორმაცია პირველი ჯგუფები უკვე შევიდნენ ქალაქშიო
სავარაუდოდ თუკი პოკროვსკის აღება შეძლეს ახალ-წლამდე
მთელ ძალებს მიმართავენ
კონსტანტინივკა-დრუჟკოვკაზე და შეეცდებიან მათ აღსბას ზაფხულამდე
რათა ზაფხულისთვის დაიწყოს გადამწყვეტი შტურმი დონბასის უკანასკნელ
და ყველაზე მნიშვნელოვან აგლომერაციაზე (კრამატორსკი-სლავიანსკი)
სამხრეთიდან და დასავლეთიდან

რაც შეეხება ლიმანსა და სივერსკს
აქაც რუსები მასიურად უტევენ ორივე მიმართულებას
ცდილობენ ქალაქ ლიმანამდე მისვლას და დაახლოებით 2 კმ აშორებთ უშუალოდ ქალაქში შესასვლელად
ქალაქ სივერსკის აღმოსავლეთ შემოგარენი კი აიღეს და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაიწყებენ უშუალოდ ქალაქის შტურმს
აქაც მიზანი ნათელია
ზაფხულამდე ორივე ქალაქის აღება და დონბასის მთავარ აგლომერაციაზე(კრამატორსკი-სლავიანსკი) შტურმის დაწყება
აღმოსავლეთიდან
მოკლედ, რასაც ვუყურებ
ფრონტის ყველა მიმართულებაზე ინიციატივა არის რუსების ხელში და შუბლით ასკდებიან ყველგან
რუსების მიზანია ზაფხულამდე ყველა მხრიდან მისვლა და საბოლოო შტურმის დაწყება კრამატორსკ-სპავიანსზე
რათა ბოლომდე გავიდნენ დონბასში
პარალელურ რეჟიმში კი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად სიღრმეებში გაიჭრან
ზაპაროჟიეს, ხარკოვის და დნეპრის ოლქებში
უკრაინულ მხარეს აქვს მწვავე დეფიციტი ბრძოლოსუნარიანი ნაწილების და რომ არა დრონები
სიტუაცია გაცილებით უფრო რთული იქნებოდა
გაუგებარია, რატო არ ხდება მასობრივი მობილიზაცია უკრაინაში
ფაქტია, რუსებს აქვთ ძალიან დიდი უპირატესობა ცოცხალ ძალაში
ასევე, ასე ყრუ თავდაცვაში ჯდომით, შეუძლებელია რუსების გაჩერება
საჭიროა, როგორც ლოკალური ასევე მძლავრი კონტრშეტევები
+ ახალი ოპერაციები (კურსკის მსგავსი)
ქალაქ ლიმანიდან დაახლოებით 1,5 კმ მანძილზეა უკვე ბრძოლები

ქალაქ სივერსკიდან კი დაახლოებით 1 კმ მანძილზე