ქოცები გეხმარებიან და ჯარიმა თვითონ გააუქმეს, რადგან როგორც მე გეუბნებოდით, გადახდისუუნაროების პრობლემამ ჩაუშალათ გეგმები.
ეს გადახდისუუნარო ხალხი, როგორც ჩანს შემთხვევით მოხვდა თქვენს რიგებში.
მე გეუბნებოდით, მოიზიდეთ გადახდისუუნარო ხალხი, ვისაც არაფერი აქვს პირადად, არ ჰყავთ არავინ მოსავლელი და არ გადაუხადოთ ჯარიმები.
დაე ჩასვან ყველა ციხეში ჯარიმის გადაუხდელობის გამო.
ქოცებს დაუგროვდებათ მეთქი სამუშაო,
ქოცი ნიშნავს ზარმაცს და პარაზიტს, რომელსაც ის მოსწონს, რომ არაფერში იღებს ფულს.
სამუშაო მათ შეაწუხებს და თავისით ჩამოიშლებიან.
არ დამიჯერეთ
ეხლა თავიდან გეუბნებით
მიიქციეთ გადახდის უუნარო ხალხის ყურადღება იმით, რომ ჩამოუთვალეთ ის სიკეთეები, რასაც სოციალური დახმარების სახით მიიღებენ ევროინტეგრაციის შედეგად და როცა გეტყვიან, რომ ბიუჯეტში ფული არააო, თქვენ უთხარით, რომ არის.
იმიტომ რომ არის ეს ფული, უბრალოდ თქვენ ჟმოტავთ და გინდათ, რომ თქვენ გადაიბაროთ და ეს ყველამ იცის.
ასე რომ დაივიწყეთ ეს ბიუჯეტის გადაბარება და დაუსახელეთ ამ ხალხს პირველ რიგში 800 ევრო პენსია, რადგან ეს ხალხი ბებიების და ბაბუების პენსიებით ცხოვრობს
ამ პენსიით რომ მიიპყრობთ მათ ყურადღებას, შემდეგ უთხარით, რომ ის ბინები, რაც მათ ქოცებმა მისცეს, არ ჩამოერთმევათ.
ამის შემდეგ ჩამოუთვალეთ, თვითონ რას მიიღებენ, როგორც არაპენსიონერი უმუშევარი და შტერი ხალხი
ეს არის
1. კეთილმოწყობილი ბინის ქირა სულადობის მიხედვით
კეთილმოწყობილი ნიშნავს> (საჭირო ავეჯი, ტუალეტი, შხაპი ცხელი წყლით, სამზარეულო, საძინებელი იმდენი, რამდენი სოციალურად დაუცველიც ცხოვრობს ოჯახში)
2. უფასო ჯანდაცვა
3. უფასო განათლება
4. უფასო მგზავრობა
5. ჯიბის ფული საარსებო მინიმუმის დათვლით.
საარსებო მინიმუმი ნიშნავს ზემოთჩამოთვლილის ფულს, პლუს საჭმელის, სასმელის, ტანსაცმლის და ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო ნივთების შესაძენ ფულს.
შესაბამისად ხელზე მიეცემათ საჭმელის, სასმელის, ტანსაცმლის და ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო ნივთების შესაძენი ფული.
6. ბავშვის ფული. თითო ბავშვზე იმდენი, რამდენიც საჭიროა ბავშვის გამოსაკვებად, ჩასაცმელად, დასაბანად, დასაძინებლად, სათამაშოების საყიდლად. ანუ სადღაც 250 ევრო თითო ბავშვზე.
7. ვისაც რაიმე სახის განათლების დამადასტურებელი მოწმობა ექნება, რომელიც საქართველოში მისცეს, სახელმწიფო ვალდებული იქნება გადაუხადოს მათ იმ ხელფასის 60% რა ხელფასსაც მიიღებდნენ, ეს სამსახური რომ ეშოვათ.
ანუ ეგენი მიიღებენ ე.წ. უმუშევრობის დაზღვევას.
იქამდე, სანამ დასაქმების სამინისტრო(რომელიც შეიქმნება ევროინტეგრაციის შედეგად) მათ დაასაქმებს თავიანთი პროფესიით, ან მოახდენს მათ გადაკვალიფიცირებას, ანუ შეასწავლის მათ იმ პროფესიას, რითიც დაასაქმებენ ამ უმუშევარს და ენქბეა 100% ხელფასი.
ეს ხელფასი იქნება სოციალურ დახმარებაზე გაცილებით მეტი.
ამას რომ გაიგებენ, სიხარულით ჩაჯდებიან ციხეში გზის გადაკეტვისთვის თუ ბალაკლავას გაკეთებისთვის.
ციხეები გადაივსება პატიმრებით.
მოუწევთ ამ პატიმრების კვება, ჩაცმა და მკურნალობა.
ვის სოკო აქვს, ვის ბუასილი, ვის წელკავი, ვის დეპრესია ან შფოთვა, ვინ ნარკომანია და დეტოქსიკაცია სჭირდება, ყველას მკურნალობა მოუწევთ.
მოუწევთ პატიმრების დასაქმებაზე ზრუნვა. კურსები, წრეები, კონცერტები, კინოები, ცოლების მოყვანა და ჯვრის დაწერა და ტყნაური სპეციალურად ამისთვის განკუთვნილ კამერებში.
მოუწევთ ციხის თანამშრომლებად გაფორმებულებისთვის სამუშაოების დავალება, რითაც ეს კომეურნეობა და პროტესტს გამოაცხადებს, მოითხოვს ხელფასის მომატებას, სამუშაო საათების შემცირებას.
თუ პატიმრებს კარგი პირობები არ ექნებათ, აჯანყდებიან.
თუ ექნებათ და არ აჯანყდებიან, ქოცები მაინც გაკოტრდებიან.
რადგან ციხეში ჯდომა ჯობია პედოსპეცრაზმში მუშაობას და აქეთ-იქით სირბილს დღედაღამე.
ყველას არ ეშინია ციხეში ჯდომის.
ამგვარად მოიშორებთ ქოცებს და მოხვალთ თქვენ მათ თანამდებობებზე.
გექნებათ კარგი ხელფასი. ბიუჯეტი მოხმარდება ხალხს და ქვეყანას.
თქვენი უკმაყოფილოები იქნებიან მხოლოდ ის ბიძინის მილიონერები, რომლებიც დაკარგავენ მუშახელს და მონებს, რადგან იმათ აღარ დასჭირდებათ მონობა, ისედაც ექნებათ ის მინიმალური, რაზე მეტიც სულაც არ უნდათ სინამდვილეში და წყნარად ცხოვრება უნდათ.
ანუ მარტო ბიუჯეტის ყვლეფის გადაბარებაზე გიწევთ უარის თქმა.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენ გააუქმებთ ბიძინის ბიტკოინების ქარხნებს, შეაჩერებთ კალაძის მშენებლობებს და ამ მშენებლობებისთვის საჭირო კანალიზაციების, პარკების და გზების "რეაბილიტაციის" პროგრამებს, რაც ბიუჯეტიდან ფინანსდება.
შეაჩერებთ ჩაქვის ფილარმონიის საქმიანობებს უცხოეთიდან მომღერლების ჩამოყვანის ბიზნესს
შეაჩერებთ სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტების იმპორტს, რისი წარმოებაც აქ არის შესაძლებელი, რითაც დიდ შემოსავალს მოაკლებთ ბატონ ბიძინს და გაამდიდრებთ ადგილობრივებს.
ბიუჯეტი რომ თქვენი იქნება და გადახედვის საშუალება მოგეცემათ, იქ კიდევ ბევრ შესაჩერებელ დაფინანსებებს ნახავთ, მჯერა თქვენი.
მაგალითად ირანში პანაშვიდებზე და თურქეთში ფეხბურთზე სიარული, საახალწლო განათებები და ქალაქის მოწყობისთვის ნივთები, რაც უცხოეთიდან იმპორტირებულია, აქ დაამზადებინებთ, ხალხიც კმაყოფილი იქნება და კალაძეც უკმაყოფილო.
ასევე შეგიძლიათ მაგალითად დააწესოთ რეგულაციები(როგორც ღარიბმა ქვეყანამ), თუ რა სახის და მაქსიმუმ რა ფასის საქონელი შეუძლია შეისყიდოს მილიარდერმა უცხოეთში აქედან. იმიტომ რომ აქედან რომ იხდი აფრიკაში ბაობაბებში, ის ფული მიდის აფრიკაში, აფრიკა მდიდრდება და საქართველო ღარიბდება.
მითუმეტეს, ის ბაობაბები ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ხარჯებში გასატარებლად, როგორც ზარალი და გაქურდა საქართველოს ბიუჯეტი ამით.
ხარჯებში გატარება, ალბათ იცით რაც არის.
მე ვარ მეწარმე, მაქვს შემოსავალი და მოგება და ამ მოგების გადასახადს ვიხდი ბიუჯეტში.
თუ მე ბაობაბები გამიხმა, ესე იგი, წაგებაში ვარ და ბიუჯეტში გადასახდელ ფულს ამ ბაობაბების ფულს გამოვაკლებ.
ბაობაბის ფულში შედის ბაობაბის ჩამოტანის ფულიც.
1 კილოგრამის ჩამოტანის ფასი არის 9 დოლარი უს გორჯესტანით.
ეხლა ჩატჯიპიტის ვკითხე, რამდენი კილოა მეთქი ბაობაბი და გამოყლევდა ალბათ

ე.ი. ავიღოთ 100 ტონა პირობითად(იქ მეტი წერია გაცილებით), მაგისი ჩამოტანა დაჯდებოდა 900 000 დოლარი, ანუ მილიონზე 100 000-ით ნაკლები.
დაშლო? იმედია დაშლო.
ან მაგალითად, 2 მილიონს რომ რიცხავ ბრაზილიის ტყეების გადასარჩენად, ის ფულიც ბრაზილიაში მიდის და საქართველოს შიდაეკონომიკას ვნებს ესეთი საქციელები.
შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეგრეა.
ინვესტორებით უცხო ფულის მოზიდვას ნუ აყვებით, რადგან ტყუილია
ინვესტორის ფულს და უცხოეთში მრეცხავებად მომუშავეებისგან გამოგზავნილ ფულს უნდა უყუროთ, როგორც მოთამაშე უნდა უყურებდეს სათამაშოდ გადადებულ ფულს.
საჭმლის ფულით ხომ არ თამაშობ? არ თამაშობ
* * *
კალამიიმაზე მეტი გამოვა, ვიდრე უკვე რამდენჯერმე გამოვიდა?
ოპოზიცია ###ობებს აკეთებს და ახშობს ხალხის პროტესტს
ოპოზიცია ეხმარება მთავრობას
უხდის ჯარიმებს ხალხს
ქმნის საქველმოქმედო ფონდებს, რომლებსაც მერე მთავრობა აყადაღებს და თვითონ იჯიბავს
12 წლიან სკოლაზე ლაპარაკი ისე წაიყვანეს, რომ ორ დღეში კობახიძე გამოვა, მოგახსენებთ, რომ 11 წლიანი ატესტატითაც წახვალთ ევროპაში თუ მოგინდებათ და ხალხს მთავრობის მიმართ სიყვარულს და ნდობას გაუღვივებს ამით
ქოცებს ვერ დაამხობთ რაღაცა შენობების აღებით.
სააკაშვილი რომ პარლამენტში შევარდა, მაგას უამრავი სხვა მოვლენა უსწრებდა წინ და ეგ გავიწყდებათ.
რაღაცა სულელური ცრუმორწმუნეობრივი ნიშნები გაქვთ მთელ ერს
სხვათაშორის სააკაშვილიც გამოყლევდა მერე და ნიშნების თაყვანისცემა დაიწყო
აუცილებლად წვიმა უნდა ყოფილიყო და გიორგობა, რამე რომ წამოეწყო ხოლმე

და ეხლაც მოგიწოდებთ, რომ პარლამენტი აიღოთ