ან გირაოთი არ შეიძლებოდა აქამდე? ამხელა ის მოჰყვა ამ ამბავს, ადამიანები ვართ", - ამბობს ბექა გოცირიძე და ამატებს: „არც კამერა მეჭირა და არაფერი...მაბრალებენ პროვოკაცია მოაწყოო.. ტელეფონი მეჭირა ხელში, სულ არ ვიცნობდი ამ ბიჭებს".
* * *
ბექა გოცირიძე ამბობს, რომ კახა კალაძის ღონისძიებიდან მოდიოდა, დანა მანქანაში დატოვა. ის უდასტურებს ადვოკატებს, რომ ცნობილი იყო მისთვის რუსთაველის გადაკეტვის თაობაზე. გოცირიძის თქმით, მომხდარს ნანობს:
- მიზანმიმართული არა, არ მეგონა, რომ ასეთი რამე მოხდებოდა, მეც ვნანობ
- სინანული რაში გამომდინარეობს?
- ადამიანური მომენტია, ადამიანები ვართ
- პროკურორს უკითხავს თუ არა, პრეტენზია ხომ არ გქონდათ რომ ეს ბიჭები გირაოთი გამოსულიყვნენ ან ხელი მოგეწერათ, რომ პრეტენზიას არ გამოთქვამდით
- არა
- ჩვენება წაიკითხეთ, როცა დანაზე სასაუბროდ მიხვედით?
- გამომძიებელმა მკითხა დანა გქონდაო?
- ეს ხომ თქვენი ხელმოწერაა?
- კი კი წავიკითხე...
- აქ წერია რომ 18-ში აღიდგინეთ მარტვილში
- დიახ მარტვილში ვიყავი და ვიდეოები ვნახე ფეისბუქზე
- თქვენ თქვით, რომ დანა მანქანაში გქონდათ, რატომ წამოიღეთ?
- არ ვიცი, არ დავტოვე...აგრესია არ მქონია, მეგონა გავივლიდი
- ტკივილი როდის იგრძენით, როცა ხელი მოგხვდათ,თუ როცა წაიქეცით?
- წაქცევის დროს უფრო ვიგრძენი...
- მე რომ ხელი დაგარტყათ შეიძლება იგრძნოთ, რომ ხელი მოგხვდათ და არა გეტკინათ
- რა თქმა უნდა.
This post has been edited by akkai on 17 Dec 2025, 14:54
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)