გასაგებია რასაც ამბობ,
მაგრამ დღეს ლამის ჩხუბი მომივიდა( ლამის არ ითვლებაო იტყვით? )
მეჩქარებოდა, შტანგას წევდა ტიპი
და ვუთხარი - რომ აწევ , შესვენების დროს
დავამატებ წონას , უცებ ავწევ
და დაგახვედრებ იგივეზე თუ პრობლემა არაა - მეთქი
და არაო, მე ვვარჯიშობო.
რამდენ ხანში მორჩები - მეთქი?
არ ვიცი, როცა მოვრჩები ეგ იქნებაო.
კაი, დაგელოდები - მეთქი.
მერე მითხრა - მიდი, გააკეთეო, მეც მაგ წონას გავაკეთებ პრინციპშიო
და რომ წამოვედი დავემშვიდობე,
ისიც დამემშვიდობა ნორმალურად,
მაგრამ როგორი ტიპი იყო იცი?
ლავას ოღლის გარეგნობა რომ წარმოიდგინო
და სპარში რომ მოსაგვარებლად მივიდა
აი ეგეთი ხმით საუბრობდა.
ხოდა
რავი ძმაო,
არაა მარტივი მულღამზაკვარში ცხოვრება

ტიპი ეგრევე თავდაცვაზე გადავიდა
და მერე მოოლბა.
განა რამე, მაგრამ უცებ ვერ გაიგო რა ვუთხარი.
ელემენტარული პროდუქციას რომ ყიდიან ტიპები, ანუ ეგენიც კი აქეთ ვალს გადებენ და გესწერვებიან,
თითქოს გაყიდვა არ უნდათო

ხოდა ამით იმის თქმა მინდოდა, რომ
სულ ერთ ხასიათზე ვერ იქნები ადამიანი და ყველაფერს ვერც გაატარებ
და მოდი ყველას მაგას ნუ მიაწერთ რა,
რადგან ხვალ შეიძლება შენნამოგივიდეს ყელში და ვიღაცასთან რაღაც მოგივიდეს.
ნუ მოკლედ, გამგები გაიგებს
მძიმე ფონია მულღამზაკვარში, მოსახლეობის უმეტესობა თავდაცვაზეა გადასული
და ეგ ფურთხების და ხმამაღლა საუბროს გამოხატვაში იკითხება
სახლში მშვიდობიანად შესვლა თითქოს ნორმაა, მაგრამ სინამდვილეში სიურპრიზია, დამიჯერეთ
გარეუბნებში ალბათ საერთოდ

ნუ ეს მაინცდამაინც ბოლო პერიოდიაო ვერ იტყვი,
მე რაც თავი მახსოვს მასობრივად მოსახლეობა თავდაცვის რეჟიმშია მუდმივად, უცხოებთან
This post has been edited by Asklipiodotaa on 7 Nov 2025, 23:07