ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყება ოცნებას "შემრიგებლურ რიტორიკას" უწონებს და მოუწოდებს, მათთან დაკავშირებით, ტერმინი "რუსული ოკუპაცია" აღარ გამოიყენონ და "რეალისტურად აღიქვან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილი პოლიტიკური რეალობა“
"თბილისის მხრიდან მომავალი გარკვეულწილად შემრიგებლური ტონის მიუხედავად, ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ოფიციალურ დღის წესრიგში გამსახურდიასა და სააკაშვილის ეპოქიდან მომდინარე დესტრუქციული ტერმინოლოგიისა და შეფასებების, „რუსული ოკუპაციის“ ბრალდებების და ა.შ. გამოყენებას.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რეალისტურად აღიქვას 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილი პოლიტიკური რეალობა" | ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.