giorgevich23ტრამპის განცხადებები გვერდით რომ გადადო და პრაგმატულად მის ქმედებებს შეხედო, გაცილებით უფრო ხისტია ვიდრე ბაიდენი იყო
1. ნავთობის ფასი გაანახევრა და რუსეთი/ირანი ათეულობით მილიარდ დოლარს კარგავს, რუსეთის ეკონომიკა კი ეხლა ბევრად უფრო მძიმე დღეშია
2. რაც ტრამპი მოვიდა უკრაინამ ბევრად მეტად გაზარდა რუსეთის ობიექტებზე დარტყმები, მათ შორის ნავთობის და გაზის. ფაქტია ეხლა ბევრად მეტის უფლებას აძლევენ
3. ცალკე ირანის ბირთვული პროგრამა გადაბუგა(30 წლის ნაგროვი პრობლემა) და ზანგეზური აახია რუსებს
4. ევროპას აიძულებს ბოლომდე გადაჭერით რუსული გაზის მილები და რაც შეიძლება მეტი ხარჯეთ თავდაცვაზეო
5. იქით ჩინეთი პანამის არხიდან გააძევა, ტაივანს იარაღით ტენის, ჩინეთის მთავარი პროპაგანდისტურ მანქანა ტიკ-ტოკს ართმევს, ტარიფების წნეხით ბევრად მისაღები სავაჭრო პირობები წამოიღო ამერიკისთვის
6. იქით ინდოეთს პრესავს რაც შეიძლება ნაკლები რუსული ნავთი იყიდონ და განახევრებულია ინდოეთში რუსული ნავთის გაყიდვა
7. ამასობაში ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზე გაზარდა და დაიწყო საუკუნის პროექტები. მე-6 თაობის გამანადგურებელი F-47, სრულმაშტაბიანი საჰაერო/სარაკეტო თავდაცვა(მათ შორის ბირთვულ თავდასხმაზე) ანუ “ოქროს გუმბათი”, ფლოტის მაშტაბური გადაიარაღება და ა,შ
8. აგერ მაქსიმალური ეკონომიკური წნეხის ფონზე ირანში რევოლუციას ჩალიჩობს და იქით მადუროს მიაყენა ფლოტი და თუ აიათოლა/მადურო დაამხო, ეგ ყოფილა ვინც ყოფილა
განცხადებებს რაც შეეხება, მასე რეიგანიც თეთრ-სახლში მასპინძლობდა გორბაჩოვს, წითელ ხალიჩებს უგებდა, მასთან ერთად ანეგდოტებს ყვებოდა და კისკისებდა
მარა საბოლოო ჯამში თავზე ჩამოამხეს საბჭოთა კავშირი სიცილ-კისკისით რესპებმა.
და მემგონი იგივეს უკეთებენ ეხლაც პუტინს

ნუ, მე პირადად რესპუბლიკელები ბევრად მირჩევნია ულტრა-ლიბერალ დემოკრატებს. ბოლოსდაბოლოს საბჭოთა კავშირი დაშალეს და მოგვანიჭეს თავისუფლება, ასევე ვარდების რევოლუცია მოახდინეს და დაგვაყენეს დასავლურ გზაზს.
დემოკრატების დროს კი 2012-ში ბიძინა მოვიდა ხელისუფლებაში და უკრაინის 20% დაიკარგა
მე პირადად, საქმით ვაფასებ და არა განცხადებებით
This post has been edited by DIDGORI-GEO on 2 Jan 2026, 00:32