ეს მტკიცება იმას მაგონებს, ხალხი აღტაცებული რომ აქებდა კალაძეს, ეს რა გენიალური რეფორმა განახორციელა ზონალური პარკირების შემოღებითო, როგორც იქნა, გვეშველაო.
ფული, ბაბა, ფული!
ნუთუ ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ეს ხელისუფლება მოსახლეობაზე ოდნავ მაინც ზრუნავს?
მე გეტყვით უფრო ეფექტურ საშუალებას - მოდით საერთოდ ავკრძალოთ ყველანაირი ავტომობილით გადაადგილება და ფეხით ვიაროთ, მალევე გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
კი ბატონო, არ გედავებით, ეგ კანონი მიდლთერმში ნამდვილად განაახლებს ავტოპარკს საქართველოში, თუმცა მანდ ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის გაძარცვაა და არა ჰაერის სისუფთავე.
უამრავი სხვა საშუალება არსებობს ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, ვინმეს მართლა რომ აღელვებდეს ეგ საკითხი.