კარგია "კოლეგებო", გულში არაფერი დაიტოვოთ, ყველა პრეტენზია და წყენა ჩამოთვალეთ აქ. ოღონდ ისე როგორც კულტურულ ადამინს შეეფერება, პრიმიტიული ანტისემიტური რიტორიკის გარეშე.
ახლა ჩვენი 26 საუკუნოვანის შესახე ჩემი სუბ. აზრები.
ის პირველი ნაკადი რომელიც მართლა დიდი ხნის წინ ჩამოვიდა საქართველოშ, ალბათ ყველაზე მეტად იმსახურებს ძმობის და ჩვენიასნის სტატუსს.
არა მარტო ელიას ხალენის, სიდონიას, კავართის და სხვა გადმოცემების გამო.
მაგ თაობის ებრაელობა, იმ დაკარგული 10 ტომის ცოცხალი ნარჩენები იყო, დღესაც რომ ეძებენ ისრაელში.
ეს ძველი თაობსი ებრაელობა კარგად იყო ადაპტირებული ქართულ რეალობასთან. არსად, არც ერთ ისტორიულ მასალაში, არც ჩვენსაში და არც მათსაში - არ ფიქსირდება, რომ რამე რთული მომენტები გვქონდა ერთმანეთში.
მას შემდეგ რაც საქართველო რუსეთს ჩააბარეს "გადასარჩენად", საქართველოში ებრაელების ახალი ნაკადი შემოვიდა რუსეთის იმპერიიდან და მათ შორის სწორედ იმიტომ რომ "პოგრომებისგან" და სხვა ანტისემიტური მარაზმისგან თავისუფალი იყო ქართული სივრცე.
რუსეთის იმპერიიდან შემოსული ებრაელობა სხვა ტიპის იყო და ასეთად დარჩა ბოლომდე, ეს იყო ხალხი ორმელმაც გამოიარა დევნა, შევიწროება, შეურაცხყოფა, პოგრომები და ათასი რუსული ნაგვობა. და გამოიმუშავა შესაბამისი "იმუნიტეტი", იდეოლოგიური, კულტურული, რელიგიურიც კი.
ეს ნაკადი დღემდე ვერ ადაპტირდა ქართველობასთან, დარჩნენ რუსაპეტა, რუსულად მოსაუბრე უმცირესობად. ესენი და ჩვენ ერთმანეთისთვის მაინც უცხოებად დავრჩით.
26 საუკუნოვანის სადღეგრძელობის რანგში აწევა და პათხლიმაჟი, საქართველოში იმ პერიოდიდან დაიწყო როცა ალიას პირველ და მეორე ნაკადს ქართველი ებრალების მნიშვნელოვანი ნაწილი გაჰყვა, დასახლადა ისრალეში, ისრაელი კი ანგარიშგასაწევ, ძლიერ და მდიდარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.
ქათველ ებრაელებს (განსაკუთრებით ძველისძველებს, ნაღდ ქართველ ებრაელებს) ისრაელის სახელმწიფოს მშენებლობაში წვლილი კი მიუძღვით, მაგრამ გავლენები და მნიშვნელობა ისეთი ვერა აქვთ, ისრაელის სახელმწიფოს ქარვლებისადმი დამოკიდებულებაზე გავლენა რომ მოეხდინათ. "პარადი" და "სტოსი" ისრაელის სახელმწიფოში ევროპიდან ჩამოსულ აშკენაზებს და ადგილზე დამხვდურ მასორეტებს მიჰყავთ დღემდე. ამათთვის კი საქართველო და ქართველობა არაფერი ახლობელი და არაფერი ძმური ნაროდი არ არის. ვერც კი წარმოიდგენენ, რომ ჩვენ, ქრისტიანი ერი და კულტურა, ებრაელთა დევნა-ხოცვა-შევიწროება არც კი მოგვსვლია აზრად (დღევანდელ დღემდე, როცა რუსეთმა საქართველოში თავის ერთგული მონების მორიგი პორცია მოჯვა ბარაქიანად).
ხო და, დამოკიდებულებაც შესაბამისი აქვთ, არშემდგარი და მუდამ კორუფციაში ჩაფლული, ყველა ომ წაგებული, თავისის ვერ პატრონი და სხვისი ხელის შემყურე უცხო ნაროდის მიმართ.
საზღვრებზეც ძირითადად რუსულენოვანი ებრალები დგანან.
მაგრამ ეს არ არის საკადრისი გამართლება ისრაელისთვის. ცივილიზებული ქვეყანა ასე არავის არ უნდა ექცეოდეს როგორც ჩვენებს ექცევიან საზღვარზე.
ს უ ვ ე რ ნ უ ლ ი ქოცები ამაზე ხმას როგორ ამიღებენ, ომი კი არ უნდათ
This post has been edited by masai11 on 11 Mar 2026, 22:09