#62617358 · 10 Jun 2026, 00:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა არის პროპაგანდა ვერ ვგებულობ. აი მართლა ამიხსენით რა არის პროპაგანდა. ევროკავშირი არ მოითხოვს გეი პარადების ჩატარებას? არ მოითხოვს ანტიდისკრიმინაციული კანონების და ასეთების მიღებას? თვითონ ევროპაში და ამერიკაში მოსახლეობის ნახევარი არის უკმაყოფილო ამით, რა პროპაგანდაზეა საუბარი. აბა ტრამპი რატომ აირჩიეს თქვენი აზრით? თან ორჯერ? თუ კგბ-ს საიდუმლო შეხვედრაზე აირჩიეს და ამერიკული დემოკრატია ბოლია? აი სანამ პროპაგანდას უწოდებს ამ ყველაფერს ოპოზიცია, მანამდე ძალიან მაგარი სატოპკე აქვთ ქოცებს, მანამდე აფრიალებენ ტრადიციული ღირებულებების დროშას. ამ თემაზე რომ გაიგიჟა თავი ოპოზიციამ მაგიტომ აქვს ერთი მაგარი იარაღი ოცნებას ხელში. ოჯახის სიწმინდის დღეც პირდაპირ საჩუქრად მიიღო ოცნებამ, ამდენი ადამიანი რომ გამოდის ქუჩაში "ქოცების ბანაკში" აღმონდნენ ისევ ოპოზიციის მიდგომით. რად უნდა პროფესორობა ამის მიხვედრას?
არადა ნუ აი რა სისულელე თემაა. ეს ევროკავშირი მართლა მაგარი უტვინო ბიუროკრატებით იმართება რასაც ჰქვია. რაის გეები, რის გეები? არ მოსწონს საქართველოში ეს უმრავლესობას და რადიკალურად ეწინააღმდეგება ამას. იძახეთ ახლა პროპაგანდააო და ხომ კარგად იცით რომ უმრავლესობას ეგ მაგრად არ მოსწონს. ხოდა რაზე ასკდება ევროკავშირი რქებით ხალხს, რომელსაც სხვაგვარად მოსწონს ევროკავშირი? რატომ უყენებს ამ ხალხს საკითხს ისე, რომ ჩვენ თუ გვირჩევთ გეი პარადები უნდა ატაროთ, თუ არადა არაფერი გესაქმებათ ჩვენთანო?
ხო რავი მიძახეთ ახლა მეც ბოტი მაგრამ კი კარგად იცით რომ მემარჯვენე, კონსერვატორ პოზიციებზე მყოფ ხალხს შეუძლებელია ეს გეი თემა მოსწონდეს. ხოდა ქართველი ხალხის დიდი ნაწილი კონსერვატორები არიან, კი კარგად იცით ეს, რომ ჰა ჰა ვაკე-საბურთალოს ზოგიერთ ქუჩაში იყვნენ ლიბერალები კონცენტრირებულნი. თქვენ თვითონაც ხომ არ გჯერათ რეალურად რომ ეს უბრალოდ ქოცების და რუსების შემოგდებული თემაა და ისე ხმასაც კი არავინ გაიღებდა ამის წინააღმდეგ. ქოცებს თუ აქვთ ამ გეი თემასთან ბრძოლა იარაღად, ეს იარაღი ისევ დასავლეთმა მისცა, იმიტომ რომ პირდაპირ შეიყვეს თავიანთი პარადებით სანამ ქოცებმა ტრადიციული ღირებულებების დამცველებად არ გამოაცხადეს თავი საპირწონედ და კანონი არ მიიღეს ამის ასაკრძალად. ესე არიქა მივაწექით და უმრავლესობის თავზეც გავიარეთი არ ხდება ესეთი თემების გატანა, უკუშედეგს იწვევს ისევ.
This post has been edited by Mercurial on 10 Jun 2026, 00:50
|