#62707261 · 29 Aug 2026, 06:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ჯერ ის აფხაზი ბიჭი იპოვეს სახლში, |
ძაან გაურკვეველ სიტუაციაში მოკლეს და სავარაუდოდ ტერ აქტია და არა უბრალოდ საყოფაცხივრებო დონის მკვლელობა, სანწუხაროდ მის შესახებ არ ვიცოდი მკვლელობამდე მარა რაც არ 2 დღეში გავიგე საქართველოს სიყვარულით იყო ჩამოსული და შერიგებაში უმაგრეს საქმეს აკეთებდა, და მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე სამეზობლო ჩატში დაუწერია სადარბაზოს შემოსასვლელია ჩატეხილიო, რასაც მალევე მოჰყვა მისი მკვლელობა, იმედს ვიტოვებ იპოვიან მკვლელს და სამაგალითოდ დაისჯება
| QUOTE | | ბარათაშვილის ხიდთან ვიღაც მოკლეს |
რუსი ტურისტი მოკლეს რომელუც 2 დღის ჩამოსული ყოფილა საქართველოში ანუ 26 აგვისტოს, მაღაზიაში მოსვლია როგორც ამბიბენ ვიღაც სომეხთან შელაპარაკება და იმას გაუყვანია დაფარულ ადგილას სადაც კამერები არ იყო და გულში დაურტყია დანა და ადგილზე მოუკლია * * * ⭕️ შსს-მ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
⭕️ "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.
ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები" | წერს შსს. უკრაინელი გოგოა დაკავებული დაურის მკვლელობის გამო Vladimer1994
| QUOTE | | ისევ რუსის მოკლულია ალბათ |
სომეხია * * * შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა.
დაჭრილი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|