ჯერ კიდევ შარშან დავგეგმე ამ სერიალის ყურება
გუშინ დავამთავრე, ძალიან მომეწონა. თავიდან თითქოს არ დამაინტერესა, მაგრამ მერე ჩამითრია 7-8 სერიას ვუყურებდი დღეში
მაგარი სერიალია, კარგი იუმორით, ბევრი ძალადობით (ორივე მხრიდან), ნაჩვენებია როგორ კიდიათ პოლიტიკოსებს ხალხი და როგორ იყენებენ საკუთარ გავლენებს ბოროტად. ყველაზე მეტად რაც მომეწონა ისაა, რომ ყოველთვის "კეთილები" ვერ ამარცხებენ "ბოროტებს".
მეორე და მეოთხე სეზონები მომეწონა ყველაზე მეტად.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Wallace -ს და Bodie -ს მკვლელობები გამიტყდა ყველაზე
ბოქსის მწვრთნელი Wise რაღაც დადებითი შთაბეჭდილება დამიტოვა, მიუხედავად იმისა, რომ ქალს სახეში ურტყამს და მკვლელობისთვისაა ნასამართლები
იგივეს თქმა შემიძლია Omar -ზე, მიუხედავად იმისა რომ კლავს ხალხს, რაღაც მხრივ შეიძლება მისი ფილოსოფიის გამართლება, მთავარი ისაა რომ უდანაშაულო ხალხს არ ეხება
მოკლედ ყველაფრის დაწერა დამეზარა, საყურებლად ღირს ნამდვილად
“A life Jimmy. It’s the sh*t that happens while you wait for moments that never come.” - Lester Freamon
პ.ს. The Corner გადმოვიწერე უკვე და ჩავუჯდები მაგასაც