მეტ ლებლანკი ქუჩაში, ჯოუის მამა ეგონათ
მეტ ლებლანკი კელი რაიანის შოუს ესტუმრა, სადაც სერიალ “მეგობრების” მუდმივ პოპულარულობაზე ისაუბრა. პროექტი 15 წლის წინ დასრულდა, მაგრამ გამვლელები ქუჩებში შეხვედრისას, 51 წლის მსახიობს, რომელიც ჯოუი ტრიბიანის ასრულებდა, კვლავაც ცნობენ. ერთ-ერთმა ასეთმა შეხვედრამ ლებლანკს საკუთარი ასაკი შეახსენა.
“ერთხელ მივდიოდი ქუჩაში, ერთი-ორი წლის წინ,- იხსენებს მსახიობი,- მომვარდა 13-14 წლის ბიჭი და მეუბნება: “ო, ღმერთო, თქვენ ხომ ჯოუის მამა ხართ!”
ლებლანკმა სიცილით აღნიშნა, რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და მოხუცების მსგავსად ბიჭს უთხრა წადი, მოშორდი აქედანო.
სერიალ “მეგობრების” პრემიერა 1994 წელს შედგა. პროექტი 10 წელი არსებობდა და 2004 წელს დასრულდა. ის ამერიკის ისტორიაში საუკეთესო კომედიურ სერიალადაა აღიარებული და ზოგადად, 90-იანების ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. 2018 წლის 5 დეკემბერს, Netflix-მა 100 მილიონი გადაიხადა, რომ სერიალი საკუთარ კატალოგში შეენარჩუნებინა.
ლებლანკის ფიქრობს, რომ სერიალი “მეგობრები” კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნებს აქტუალურობას. ალბათ, იმის გამო, რომ სერიალი გვიყვება ადამიანების ცხოვრების იმ პერიოდზე, რომელსაც რეალობაში ყველა ჩვენგანი ხვდება.
“ისინი საკუთარ თავებს ცნობენ, იმიტომ რომ მსგავს სიტუაციაში ყველანი ვყოფილვართ, როდესაც შენი მეგობრები – შენი ოჯახია. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი სერიალია, რომლითაც ვამაყობ” – ამბობს მსახიობი