დაგიჭერენ შენ

მუხლი 3. ქურდული სამყარო, ქურდული სამყაროს წევრი, კანონიერი ქურდი
1. ქურდული სამყარო – პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება.
2. ქურდული სამყაროს წევრი – ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.
3. ქურდული გარჩევა – ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება.
4. კანონიერი ქურდი – ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.
კანონი "ორგანიზებულ დანაშაულთან და რეკეტთან ბრძოლის შესახებ"
ამ კანონის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში არც თუ ისე შორეულ წარსულში შეტანილი ცვლილებები:
მუხლი 2231. ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა
1. ქურდული სამყაროს წევრობა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
2. კანონიერი ქურდობა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.